in

ტრანსფორმერების ფილმიდან რეალობამდე – რობოტები სარკინიგზო გზაზე

იაპონური სარკინიგზო კომპანია JR West მუშაობის ახალ მეთოდებს წარმოგვიდგენს და ესაა რობოტები, რომლებიც ლიანდაგებზე მუშაობენ. ადამიანური ინსტრუქციებით ხელმძღვანელობით, ისინი იღებენ მძიმე ობიექტებს, აგებენ ბილიკებს და ეხმარებიან თავიანთ კომპანიონებს უფრო ნაკლებად მისადგომ ადგილებში. ოპერატორები, ამ ჰუმანოიდებს სპეციალური VR ჩაფხუტების მეშვეობით მართავენ, ასევე ისინი იყენებენ სატვირთო მანქანების კონტროლერებს.

გარდა იმისა, რომ რობოტს შეუძლია ელექტროგადამცემი ხაზების დამუშავება და სიმაღლეებზე ობიექტების აწევა, ბოტი აგროვებს მონაცემებს ობიექტების წონისა და ზომის შესახებ, რომელიც შემდეგ ეგზავნება ადამიანურ ოპერატორსაც.

JR West ამბობს, რომ მოწყობილობასთან მუშაობა მარტივია – მარცხენა კონტროლის გამოყენებით მუშაობს მისი მარცხენა ხელი, ხოლო მარჯვენა მოძრაობს მარჯვენა ხელით. გარდა რკინიგზის მოწესრიგებისა, მისი გაწვრთნა შესაძლებელია სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად, მათ შორის საშიში ამოცანებისაც.

კომპანია იმედოვნებს, რომ ტრანსფორმერების მსგავსი აღჭურვილობის გამოყენება შეამცირებს სამუშაო ავარიების მაჩვენებელს და დაზოგავს რესურსებს. ამჟამად პროტოტიპის ტესტირება მიმდინარეობს და ჰუმანოიდის უფრო ფართო მასშტაბით მუშაობა იგეგმება 2024 წლის გაზაფხულისთვის.

რას ეძებდნენ ქართველები Google-ში აპრილში?

Nordic Ice კოლექცია Bang & Olufsen-სგან