in

შესაძლოა, რობოტების გაზრდილი მყესი ადამიანებს გადაუნერგონ

დიახ, თუ კვლევები წარმატებით ჩაივლის, ერთ მშვენიერ დღეს ჰუმანოიდ რობოტებზე გაზრდილ ქსოვილს ნამდვილ ადამიანს გადაუნერგავენ… რობოტებს, რომლებიც იმისათვის შეიქმნა, რომ ნამდვილი ადამიანივით გამოიყურებოდეს და მის მსგავსად მოძრაობდეს, ახლა იკვლევენ, რათა დაადგინონ, რამდენად კარგი იქნება მისი გამოყენება ისეთი ძლიერი მყესების გაზრდისთვის, რომლის გადანერგვასაც ადამიანებისთვის შეძლებენ.

როგორც იცით, მყესები ჩვენს კუნთებსა და ძვლებს აკავშირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად ძლიერი და მოქნილი უნდა იყოს. დღეს კი ქირურგებს მხოლოდ მკურნალობა და სხეულში სხვა მყესის გადანერგვა შეუძლიათ, თუმცა შედეგები განსხვავებულია… სწორედ ამიტომ, უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც მეცნიერები ალტერნატიულ გზებს ეძებენ, ისეთს, როგორიც ხელოვნურად შექმნილი მყესების ტრანსპლანტაცია შეიძლება იყოს.

ამჟამად მყესები პატარა ბიორეაქტორებში მზადდება, რომლებიც სახსრის სიმულაციას ქმნის. ისიც მართალია, რომ დინამიკური მოძრაობების მისაღებად მყესის მოქნილობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოსალოდნელი მოძრაობების დიაპაზონის დადგენა და ზუსტი იმიტაცია ყველაზე კარგ ბიორეაქტორებსაც კი არ შეუძლია. შედეგად, ქსოვილი, დიდი ალბათობით, მისთვის საჭირო დავალებას ვერ შეასრულებს. ამ პრობლემის გადაჭრაში მთავარ როლს კი რობოტი შეასრულებს. 

ჯერჯერობით კონკრეტული კონცეფცია მხოლოდ გამარტივებული რობოტული მხრის სახსრის გამოყენებით დადასტურდა და ბიორეაქტორში მხრის მყესიდან მიღებული ადამიანის უჯრედები, სტატიკურ გარემოში წარმოქმნილ უჯრედებზე, სწრაფად გამრავლდა. 

რაც შეეხება სუპრასპინატუსის კუნთსა და მყესს, იგი ქსოვილების ხაზია, რომელიც მხარს მკლავის ძვალთან აკავშირებს და ხელის აწევაში გვეხმარება. შესაბამისი მყესის ბიორეაქტორში გაზრდით კი მეცნიერებმა უჯრედების გადაადგილების მექანიკური მანიპულირება შეძლეს. როგორც ჩანს, მკლავის აბდუქცია და ადუქცია განვითარებად ქსოვილს გარკვეულ მოქნილობასა და ძალას უმატებდა. 14 დღის შემდეგ კი რობოტის მოძრაობების გაზრდამ, ადამიანის უჯრედების ზრდაც გამოიწვია.

ჰუმანოიდ ბიორეაქტორებზე დაფუძნებული სტრატეგიის შესაძლო გრძელვადიანი სარგებელი პაციენტებისთვის ფუნქციური ქსოვილის იმპლანტების წარმოებას, პრეკლინიკური მუშაობისთვის გაუმჯობესებული ინვიტრო კულტურის მოდელის შექმნასა და მოწინავე რობოტული სისტემების განვითარების მხარდაჭერას მოიცავს, — აცხადებენ მკვლევრები და იმედოვნებენ, რომ სასურველ შედეგს მალევე მიაღწევენ…

4 ივნისს თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება

პროფესიული განათლება, პრაქტიკა და დასაქმება ერთ პროექტში – შეავსე აპლიკაცია  და დაიწყე კარიერა „თეგეტაში“