ტოკიოს უნივერსიტეტში შექმნილი ახალი რობოტი იმდენად ჭკვიანია, რომ მას ბანანის გარჩევა მისი დაზიანების გარეშე შეუძლია. ვიდეოც კი გამოქვეყნდა, რომელშიც ვხედავთ, როგორ სრულყოფილად ართმევს ის დავალებას თავს.
როგორც წესი, რობოტებს მოტორული უნარები ნაკლებად აქვს განვითარებული და მსგავსი ფრთხილი მოძრაობების შესრულება უჭირს… მაგრამ ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ეს მაინც მოახერხეს — ამ შედეგის მისაღებად 811 წუთის განმავლობაში რობოტი საკუთარი ხელით მართეს და ასობით ბანანი გაარჩიეს. შედეგად კი მოწყობილობამ თავადვე ისწავლა გარჩევის ტექნიკა.
დიახ, ისიც მართალია, რომ ბანანს ჩვენი ხელითაც უფრო მარტივად გავარჩევთ, მაგრამ აქ მთავარი რობოტის ტექნიკაა და არა კონკრეტული აქტივობა. ეს ართრიტით დაავადებულ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარება, იქნება ეს კბილის პასტისა თუ ქილის გახსნა, ან თუნდაც ხილის გარჩევა. მეტიც, მისი გამოყენება როგორც სახლისთვის, ისე პირადი მოხმარებისთვის იქნება შესაძლებელი.












