in

ეს საყვარელი რობოტი ძაღლი კოკა-კოლას მაშინ მოგიტანთ, როცა მოგინდებათ

დიახ, Bittle თქვენს ბრძანებებს შეასრულებს…

გაიცანით პატარა რობოტი ძაღლი, სახელად ბითლი, რომელიც თქვენი ხელის ზომისაა და მხოლოდ 290 გრამს იწონის. თუმცა ამის გამო არ იფიქროთ, რომ უბრალოდ სათამაშოა… რობოტი 10 ძრავით არის აღჭურვილი, რაც მის კიდურებსა და კისერს უფრო ძლიერს ხდის. მას ხრიკების სწავლა და ბრძანებების შესრულება საკუთარი სურვილის მიხედვითაც კი შეუძლია… 

Bittle-ს მოდულური დიზაინი აქვს, თქვენთვის საოცნებო ძაღლის შესაქმნელად კი კონკრეტული კომპონენტების დამატება ან მოშორება თავადვე შეგიძლიათ. ამასთან, რობოტს მრავალი ენა ესმის, მათ შორისაა C++ Arduino IDE, Python, Codecraft და ადამიანთა ენები, რაც, თავის მხრივ, Raspberry Pi-ს საჭიროებს. დაპროგრამება ისე შეიძლება, რომ მან სიარული, სირბილი, ხტომა და დაბრკოლებების დაძლევა მოახერხოს. ხოლო წარმოუდგენლად მოქნილი კიდურები მას წაქცევის შემდეგ ადგომაში ეხმარება.

მეტიც, პატარა კამერით მას არსებული გარემოს გადაღება, დანახვა და შესაბამისი რეაგირებაც შეუძლია. ეს კი იმასაც გულისხმობს, რომ, მაგალითად, ტელევიზორის ყურებისას კოკა-კოლას დალევა თუ მოგინდებათ, რობოტი ძაღლი ამ საკითხს მოაგვარებს… მართალია, საკმაოდ მცირე წონისაა, მაგრამ მას ორჯერ მეტი სიმძიმის გადატანა შეუძლია. რაც შეეხება ბატარეის ხანგრძლივობას, იგი ერთ საათს შეადგენს.

ალბათ, ფიქრობთ, რომ ამ მონაცემების გამო ბითლის ყოლა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იქნება, მაგრამ მისი ფასი მხოლოდ 299 დოლარია. პატარა რობოტ ძაღლს 10 სერვო ძრავა, სხეულის პლასტმასის ნაწილები, Arduino Uno-სთან, Bluetooth-სა და Wi-Fi-სთან თავსებადი მიკროსქემის დაფა, ბატარეა და პულტი მოჰყვება.

20-22 მაისს ExpoGeorgia-ში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართება

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა