in

ნახეთ: ჭკვიანი “კვერცხი რობოტი”, როგორც ნამდვილი შინაური ცხოველების აღზრდის სიმულაცია

მას მარტივი დიზაინი, მინიმალური ინტერფეისი და ორგანული ფორმა აქვს

რამდენიმე წლის წინ, რობოტებზე ფიქრისას, ყოველთვის საშიში, შემზარავი ვიზუალი წარმოგვიდგებოდა. ბევრ ადამიანს დღემდე არ მოსწონს მათი გარეგნობა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე რობოტულ ძაღლს ან კატას ეხება. მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ დიზაინერებმა კვერცხის ვიზუალის მქონე რობოტი შექმნეს, რომელიც შინაური ცხოველის ფუნქციას ასრულებს?

რობოტის დიზაინი, სახელად Eggo გვახსენებს, რომ ბევრი “კეთილშობილი”, ლამაზი და საყვარელი რობოტი არსებობს. მსგავსი მოწყობილობები ადამიანებს ნამდვილი ცხოველის ყოლამდე პასუხისმგებლობის გააზრებასა და წინასწარ მომზადებაში ეხმარება. ასევე, ის, შესაძლოა, სასარგებლო იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან, ან უბრალოდ არ შეუძლიათ ძაღლის მოვლა.

Eggo-ს მისია ძალიან მარტივია – გყავდეთ შინაური ცხოველი, რომელიც მუდამ თქვენს გვერდით იქნება და სასიამოვნო გამოცდილებას შეგიქმნით. მას მარტივი დიზაინი, მინიმალური ინტერფეისი და ორგანული ფორმა აქვს. კვერცხისმაგვარი რობოტი ინტერნეტით ან კავშირის გარეთ მყოფი რეჟიმით “გაზარდოთ”. რაც მთავარია, ის ინტერნეტის გარეშეც ინარჩუნებს ნასწავლს, რაც რეალისტური კავშირის დამყარებაში გეხმარებათ.

თანაც, Eggo ავტონომიურად მოძრავი რობოტია, ის რელიეფს კამერის მეშვეობით აღიქვამს და დასამუხტადაც კი თავად მიდის. ასევე, მას საკუთარი ჭკვიანი აპლიკაცია აქვს, რომლის მეშვეობითაც რობოტთან უფრო ღრმა ურთიერთობას დაამყარებთ.

მართალია, ეს რობოტია, მაგრამ დიზაინერები იწრმუნებიან, რომ ის ემოციურ მხარესაც მოიცავს – იგი LED ფერების საშუალებით გამოხატავს თუ როგორ გრძნობს კონკრეტულ მომენტში თავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებთან ურთიერთობისას. ასე რომ, იმის მიხედვით, თუ როგორ უვლიან და ეპყრობიან მას, უნიკალური შინაური ცხოველი იქმნება.

„როცა მუსიკის წერის სწავლება დავიწყე…“ – ტატო რუსია

„აჭარაბეთი“ თორნიკე ქიმაძის მხარდამჭერი გახდა