in

რობოტი, რომელსაც მეხსიერებაც გააჩნია და საკუთარი თავის აწყობაც შეუძლია

მკვლევრებმა მისთვის ბაყაყის უჯრედები გამოიყენეს

მეცნიერებმა ახალი “ცოცხალი” რობოტები შექმნეს, რომლებსაც მეხსიერებაც აქვს და თან საკუთარი თავის აწყობაც შეუძლია. “ქსენობოტები” – ასე ჰქვია ბიოლოგიური მანქანების განახლებულ ვერსიას.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ცოცხალი რობოტების წინა ვერსია ტაფტისა და ვერმონტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბაყაყის უჯრედებისგან შექმნეს. პატარა მანქანებს უამრავი დავალების შესრულება შეუძლია, მათ შორის მრავალფეროვანი მოქმედება, საკუთარი თავისა თუ სხვა საგნების გადაადგილება და ასევე, კოლექტიური ქცევის დემონსტრირება.

რადგანაც მეცნიერებმა რაღაც მნიშვნელოვანს და პროგრესულს მიაგნეს, ბუნებრივია, მისი უფრო ფართო მასშტაბით გამოყენების სურვილიც გაჩნდა. შედეგად კი, ცოცხალი რობოტების ახალი ვერსია განახლებების ფართო სპექტრს მოიცავს, როგორიცაა მეხსიერების ქონა, რომლის მეშვეობითაც ყოველი მოვლენა მათ გონებაში იწერება. ასევე, ასეთ რობოტს, ნებისმიერ უსულო სხეულში შეუძლია საკუთარი თავის აწყობა, ცალკეული უჯრედების გამოყენებით.

ეს ყველაფერი არაა. ახალი რობოტის ვერსია ბევრად სწრაფია, ვიდრე მისი წინა ვერსია. თანაც, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო დიდია, რაზეც ალბათ ის ფაქტიც მოქმედებს, რომ რობოტებს კოლექტიური მუშაობა და საკუთარი თავის განკურნება შეუძლია.

მკვლევრების თქმით, მათი შემდგომი განახლების ფარგლებში შესაძლებელია, უამრავი ისეთი ახალი ფუნქცია შემუშავდეს, რომლებიც გარემოს გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის იქნება განკუთვნილი.

ამასთან ერთად, რობოტი ერთუჯრედიანი ორგანიზმების რთულ ორგანიზმებად გარდაქმნის პროცესს გვიჩვენებს. მკვლევრები გვარწმუნებენ, რომ ქსენობოტების დახმარებით, ჩვენი, როგორც ადამიანების ჩამოყალიბების პროცესს გამოვიკვლევთ და გავიგებთ, როგორ მივიღეთ ინფორმაციის დამუშავებისა და საგნების ჩვენზე დაქვემდებარების შესაძლებლობები.

როგორც გამოქვეყნებულ ნაშრომში ირკვევა, ქსენობოტები ორიგინალი ვერსიებისგან ცოტათი განსხვავებულად შეიქმნა, რადგან მისთვის ბიოლოგიური ქსოვილი გამოიყენეს. მეცნიერებმა ბაყაყის ემბრიონებიდან ღეროვანი უჯრედები აიღეს და საშუალება მისცეს, საკუთარი თავი “აეწყოთ”. შედეგად კი შოლტებად, ანუ ციტოპლაზმურ გამონაზარდებად ჩამოყალიბდნენ. ისინი ბაყაყებსა და ადამიანებში ფილტვებში გვხვდება. მკვლევრებმა კი ისინი ახალი ინოვაციური იდეისთვის გამოიყენეს.

“ჩვენ ფიჭური კოლექტივების შესანიშნავი პლასტიკურობის მოწმენი ვართ. ასე რუდიმენტული სხეულის შექმნა შეიძლება, რომელიც საკმაოდ განსხვავდება კონკრეტული სტანდარტისგან – ამ შემთხვევაში ბაყაყისგან, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ნორმალური გენომი აქვს” – ამბობს მაიკლ ლევინი, ბიოლოგიის პროფესორი. შედეგები გვიჩვენებს, რომ უჯრედებს შეუძლიათ, სპონტანურად შეასრულონ ახალი როლები, შექმნან სხეულის ახალი გეგმები და ქცევები ამ თვისებების ევოლუციური შერჩევის გარეშე.

ამავდროულად, ვერმონტის უნივერსიტეტის მეცნიერები ქსენობოტების კომპიუტერულ სიმულაციებს ატარებდნენ, იმის გასარკვევად, თუ როგორ იცვლებოდა ორგანიზმების ფორმები და სხვადასხვა ქცევები. შემდეგ ეტაპს კი, სუპერკომპიუტერის დახმარებით, ქსენობოტის დასახვეწად საუკეთესო გზების მოძიება წარმოადგენს. “ჩვენ გვსურს, ქსენობოტებმა სასარგებლო სამუშაო შეასრულონ. ახლა ჩვენ მათ მარტივ დავალებებს ვაძლევთ, მაგრამ საბოლოოდ მიზნად ვისახავთ, ახალი ტიპის ცოცხალი იარაღი შევქმნათ, რომელსაც მაგალითად, ოკეანის მიკროპლასტმასებისგან გასუფთავება შეუძლია” – აცხადებენ მკვლევრები.

კოკა ნიკოლაძის შექმნილი ჯიბის დრამი და მისსავე სამზარეულოში, ნული ბიუჯეტით გადაღებული რეკლამა

ნინო გაჩეჩილაძე – #პირველისამსახური