in

შექმნეს რობოტი, რომელიც შავ ხვრელებს წინააღმდეგობის გარეშე მიუახლოვდება

შავი ხვრელები არის ფენომენი, რომლის შესწავლასაც ძირითადად შორიდან ახერხებენ მეცნიერები. ჯორჯიას შტატის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები კი ახალ პასუხებს ეძებენ — მათ შექმნეს რობოტი, რომელიც გრავიტაციას და ფიზიკის კანონებს წინააღმდეგობას უწევს, რათა უკეთ შეძლოს ამ ამოუცნობი ობიექტების შესწავლა.

არ აქვს მნიშვნელობა, უძრავად ვდგავართ თუ ვმოძრაობთ, ჩვენი სხეული მუდმივად განიცდის რაიმე სახის ზეწოლას — მაშინაც კი, თუ ამას ვერ ვგრძნობთ. თუმცა ამ ახალი რობოტით მკვლევრებმა იპოვეს გზა, მრუდე სივრცეებში იმავე ძალისგან თავისუფლად გადაადგილდნენ. თავად პროექტის მთავარი მიზანი იმის შესწავლა იყო, თუ როგორ შეუძლია ობიექტს მრუდ რეგიონებში გადაადგილება, როგორიცაა შავი ხვრელი.

უზარმაზარი სიცარიელის ატმოსფეროს ხელახლა შესაქმნელად, ძრავები სტრატეგიულად განლაგდა რობოტის გარშემო, რადგან იგი მბრუნავ ლილვზე იყო მიმაგრებული. ეს უკანასკნელი სიმძიმის შემცირებას ემსახურებოდა, ხოლო ზოგიერთი ნაწილი ხახუნის შესამცირებლად გამოიყენეს. საბოლოოდ კი სრულიად ახალი გარემო შეიქმნა რობოტის ირგვლივ.

კვლევის წამყვანმა ხელმძღვანელმა, ზებ როკლინმა, რობოტი აღწერა, როგორც „ფორმის შემცვლელი ობიექტი“ ან „მოცურავე“, რომელიც სფეროზე მოძრაობისას გარემოს შესაბამისად გარდაიქმნება. მთლიანობაში ეს რობოტი, შემდგომი განვითარებით, შავი ხვრელის რთულ გარემოში ნავიგაციაში დაგვეხმარება.

როკლინი იმედოვნებს, რომ სხვა მკვლევრებს შთააგონებს, ჩაატარონ საკუთარი ექსპერიმენტები ამ ახალი ეფექტის გამოყენებით. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რა ინოვაციას მიაკვლევენ მეცნიერები.

ამ პორტატიული ყუთით ელექტროენერგია ლაშქრობის დროსაც კი გექნებათ

JWST-მ უძველესი გალაქტიკების ყველაზე დიდი სურათი გამოაქვეყნა