in

ნახეთ: რობოტი Smiley, რომელიც მომხმარებლებს ტკბილეულს სთავაზობს

ის ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული

veon
veon

ალბათ, სურსათის მაღაზიაში შესვლა და ტკბილეულის ყიდვისთვის თვალის არიდება, ბევრისათვის ძნელია. თუმცა ეს კიდევ უფრო გართულდება, ახალი Smiley რობოტის მეშვეობით, რომლის იდეაც Mars Wrigley-ის ტკბილეულის კომპანიას ეკუთვნის. ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მომუშავე მოწყობილობა სხვადასხვა ტკბილეულობითაა აღჭურვილი.

კომპანია Savioke-ს მიერ შემუშავებული Smiley რობოტი LiDar სენსორებს იყენებს, რომლებიც სინათლის გამოვლენასა და მანძილის გაზომვას ემსახურება. შესაბამისად, მისი დახმარებით, რობოტი ადვილად გადაადგილდება მაღაზიის მასშტაბით, მომხმარებლებთან იცავს 4 მეტრიან დისტანციას, გამოსცემს ხმას და ეკრანზე აჩვენებს შესაბამის შეტყობინებებს.

Mars Wrigley Smiley-ის საკუთარ მაღაზიაში იყენებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა განახლება და როგორც ჩანს, თავისი ფართო გასასვლელებით, საუკეთესო ადგილია ბორბლებით მოსიალურე ტკბილეულების დამტარებლისთვის. მაშინაც კი, თუ მას ტკბილეულის შესათავაზებლად არ გამოიყენებენ, მისი ფუნქცია შთამბეჭდავია – ის თვალყურს ადევნებს მომხმარებლებს და უზრუნველყოფს მონაცემებს, რომლებიც განლაგებასა და მარაგს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ Smiley შესაძლოა სურსათის მაღაზიის რობოტიზირებული კონსულტანტი არ გახდეს, ის აუცილებლად დიდ გავლენას იქონიებს საცალო ვაჭრობის სააგენტოების მიერ AI-სა და განსაკუთრებით რობოტიკის გამოყენებაზე.

Evolution Georgia: „ჩვენი ამბიციაა, ყოველდღე ვიყოთ უკეთესები და არასდროს დავკმაყოფილდეთ მიღწეულით“ 

რჩეული ფოტოები Sony-ს 2021 წლის ფოტოკონკურსიდან