in

კონტაქტური ლინზა დაზუმვის ფუნქციით, ანუ როგორ მოვაახლოვოთ გამოსახულება თვალის დახამხამებით

veon
veon

დაახამხამეთ თვალი ორჯერ და მოაახლოვეთ (დაზუმეთ) ნებისმიერი რამ, რასაც უყურებთ. დაზუმვის პრაქტიკა ჩვენთვის ფოტო, ან ვიდეოგადაღების ფარგლებში იყო ცნობილი, თუმცა, კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს ეს ტექნოლოგიური შესაძლებლობა ჩვენი თვალებისთვისაც მიეცათ, შესაბამისად კი, ყოველდღიურობის ნაწილად ექციათ. დიახ, მათ შექმნეს რობოტული კონტაქტური ლინზა გამოსახულების მოახლოების ფუნქციით. როგორ? სხვადასხვა მოძრაობა, რომელსაც თვალებით ვახორციელებთ, სხვადასხვა ელექტრულ სიგნალს წარმოქმნის, რომელსაც ლინზა აღიქვამს. New Scientist-ის ინფორმაციით, თვალს აქვს ელექტრული პოტენციალი მაშინაც კი, როცა მას ვხუჭავთ ან სრულ სიბნელეში ვიმყოფებით. როცა ჩვენ ვამოძრავებთ თვალებს, ან ვახამხამებთ ქუთუთოებს, ელექტრული პოტენციალი შეიძლება გაიზომოს. ინოვაციურ ლინზაში, რომელიც ამ ელექტრული სიგნალით ხელმძღვანელობს, სპეციალური დრეკადი მასალებია გამოყენებული, რისი წყალობითაც ფოკუსური მანძილი 32 პროცენტით შეიძლება შეიცვალოს.

რობოტული ლინზა, რომელიც ჩვეულებრივი თვალის ლინზის მსგავსია, ორგანული ქსოვილის ნაცვლად, წელვადი პოლიმერისგანაა დამზადებული, რომელიც თვალის ელექტრული სიგნალების გავლენით სტრუქტურას იცვლის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლინზას ელექტრული იპულსი თვალის მოძრაობების შედეგად მიეწოდება, რაც მისი ფორმის ცვლილებას, შესაბამისად კი, გამოსახულების მოახლოება/დაშორებას იწვევს.

ლინზის გამოყენება შესაძლებელია როგორც პროთეზის, ასევე რეგულირებადი სათვალის სახით. თუმცა, კვლევის ავტორების თქმით, ჯერჯერობით, რობოტული ლინზა პროტოტიპია და უცნობია, როდის შეიძლება იქცეს ის მასობრივი მოხმარების პროდუქტად.

„აჭარაბეთის“ ახალი კამპანია – თამაშდება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური

„როცა საკუთარ კანში თავს კომფორტულად გრძნობ…“