in

ადვოკატი AI ბრალდებულს სასამართლოში დაიცავს

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამები უკვე არაერთ სფეროში ვიხილეთ — დაწყებული შემოქმედებითი ინდუსტრიით, დასრულებული მედიცინით. ახლა კი ჯერი იურიდიულ საკითხებზე მიდგა, კერძოდ, აშშ-ის სასამართლოში AI პროგრამა ბრალდებულს საქმის გასაჩივრებაში დაეხმარება.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში კი სმარტფონზე მომუშავე პროგრამა, რომელიც კომპანია DoNotPay-ის ეკუთვნის, ბრალდებულს შესაბამის პასუხებს ყურსასმენის მეშვეობით მიაწვდის. უკვე მიღებულ პასუხებს კი ინდივიდი სასამართლო დარბაზში გამოიყენებს — გარკვეული გაგებით, ბრალდებული საკუთარ თავს ეხმარება. RobotLawyer საქმესთან დაკავშირებულ ყველა მონაცემს შეისწავლის და შესაბამისად გადაამუშავებს; ასევე, სასამართლოში დასმულ კითხვებსაც უპასუხებს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება და ის სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებულ ჯარიმას ეხება. 

აღსანიშნავია, რომ DoNotPay-ის მიზანია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მომხმარებლებს დიდი ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს. ძირითადად, საუბარია გადასახადების არასწორად დაკისრებაზე ან პარკირების ჯარიმებზე. როგორც თავად აღნიშნავენ, ეს სერვისი ადამიანებს დავის წარმატებით წარმართვასა და დროის დაზოგვაში დაეხმარება.

გარდა ამისა, DoNotPay-ის მომსახურება და აპლიკაცია თვეში $36 ღირს, რაც იურისტების მომსახურებაზე გაცილებით იაფია — ეს კი დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს მნიშვნელოვნად დაეხმარება შესაბამისი დახმარების მიღებაში.

დიზაინერმა უძველესი ქანდაკებების შთაგონებით თანამედროვე ავეჯი შექმნა

ქართული ჭაჭა მსოფლიოს გარშემო გემით სამოგზაუროდ მიემგზავრება – თელავის ღვინის მარანის ექსპერიმენტი