in

რობოტმა ქირურგიული ოპერაცია დამოუკიდებლად ჩაატარა!

Smart Tissue თვალთვალის ალგორითმს იყენებდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ რობოტმა ოთხ ღორზე წარმატებით ჩაატარა რბილი ქსოვილების რთული ოპერაცია. ამ ფაქტს კი “მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადამიანის სრულად ავტომატიზებული ქირურგიისკენ” უწოდეს.

ავტონომიური რობოტი Smart Tissue (STAR) მთელი ოპერაციის განმავლობაში ოსტატურად აკავშირებდა ნაწლავის ორ ბოლოს. ეს რთული პროცედურა ცნობილია, როგორც ნაწლავის ანასტომოზი. რბილი ქსოვილების ქირურგია რობოტებისთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, მისი არაპროგნოზირებადობის გამო. თუ პროცედურის დროს რაიმე სახის დაბრკოლება წარმოიქმნა, მექანიკური არსება სწრაფად უნდა მოერგოს სიტუაციას…

“ჩვენმა შედეგებმა ცხადყო, რომ შეგვიძლია, ქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და დელიკატური ამოცანა ავტომატიზებულ პროცესად ვაქციოთ. STAR-მა ოთხ ცხოველზე ჩაატარა პროცედურა და გაცილებით კარგი შედეგი აჩვენა, ვიდრე ადამიანებმა იმავე პროცედურის შემთხვევაში”, — აცხადებს ჯონს ჰოპკინსის პროფესორი აქსელ კრიგერი.

რობოტი მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული თვალთვალის ალგორითმით ხელმძღვანელობდა, რომელიც ჯონს ჰოპკინსის პროფესორმა, ჯინ კანგისმა და მისმა სტუდენტებმა შეიმუშავეს. ასევე, რობოტი სპეციალურ ენდოსკოპს ეყრდნობოდა.

“რაც STAR-ს განსაკუთრებულს ხდის, ეს არის მისი პირველი რობოტული სისტემა, რომელიც გეგმავს, ადაპტირებს და რბილი ქსოვილების ქირურგიულ პროცედურას ადამიანის მინიმალური ჩარევით ახორციელებს”, — განმარტა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ჰამედ საეიდმა.

Budweiser სუპერთასზე ბრუნდება!

6 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სხეული ზედმეტი მუშაობისგან იშლება