დიახ, მაღალტექნოლოგიურმა რობოტმა ნახევრად პარალიზებულ კაცს დანა-ჩანგლით ჭამის შესაძლებლობა მისცა. ეს შთამბეჭდავი დემონსტრაციაა, რომელიც შშმ პირებს ავტონომიასაც დაუბრუნებს.
რობოტული მკლავები, რომლებიც ჯონ ჰოპკინსის ფიზიკის ლაბორატორიაში შეიმუშავეს, მისი მფლობელის ტვინის სიგნალების წაკითხვით მუშაობს, რისთვისაც ტვინისა და რობოტის ინტერფეისს იყენებს. მიღებულ სიგნალებს კი რობოტული მკლავის დახმარებით მოძრაობებად გარდაქმნის. იგი გასაოცარ უნარს, იმ მიკროძრავის დახვეწილობასა და ძალას აჩვენებს, რომელიც დანა-ჩანგლის გამოყენებისთვის არის საჭირო.
ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანი საკუთარ თითებს 30 წლის განმავლობაში ვერ იყენებდა… ვიდეოში კი ნაჩვენებია, თუ როგორ ჭრის რობოტი დანისა და ჩანგლის გამოყენებით ნამცხვარს და შემდეგ, როგორ აჭმევს მას.
„ეს საერთო კონტროლის მიდგომა ტვინის მოწყობილობის ინტერფეისისა და რობოტის სისტემის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებისთვისაა გამიზნული. იგი „ორივე სამყაროსთვის“ საუკეთესო გარემოს ქმნის, სადაც მომხმარებელს ჭკვიანი პროთეზის ქცევის პერსონალიზება შეუძლია, მიღებული შედეგებით კი ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ“, — ამბობს ფრანჩესკო ტენორე, კვლევის თანაავტორი.
დიახ, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯია და იმ განსაკუთრებულ უნარებს გვაჩვენებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. თუმცა, როგორც ვიდეოში ჩანს, პროცესი ძალიან ნელია. მეცნიერები კი მომავალში ამ საკითხის გაუმჯობესებაზეც იზრუნებენ.