in

იტალიაში მოქანდაკე რობოტი შექმნეს

კარარაში, იტალიაში, სადაც მიქელანჯელომ „დავითზე“ მუშაობა დაასრულა, მოქანდაკეებს შორის რობოტიც გამოჩნდა. საუბარია 1L-ზე, რობოტ ხელზე, რომელიც სტარტაპ Robotor-ის მიერ შეიქმნა, როგორც მრავალი პრობლემის გადამწყვეტი მოწყობილობა.

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, 1L იყენებს ცნობილ კარარას მარმარილოს ბურღს, რომელიც სინთეზური ალმასის ფხვნილითაა დაფარული. კონკრეტული სიჩქარით კი შეუძლია, დავითის ზომის სკულპტურა სულ რაღაც ოთხ დღეში დაასრულოს — მაშინ, როცა ადამიანებს ასობით საათი სჭირდებათ შედევრის შესაქმნელად. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დროიდი მუშაობას არც დღისით წყვეტს და არც ღამით.

რობოტი ხელი დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლეზე დგას და სწორედ ეს ცალი ხელი კვეთს მარმარილოს ფილაში სასურველ ქანდაკებას. შედეგად მიღებული საოცარი ნამუშევრები კი, ექსპერტთა თქმით, კონკურენციას უწევს თავად მიქელანეჯოს, დონატელოს და კანოვას… თუმცა ეს მაინც სუბიექტური შეფასებაა და ზღვარი შემოქმედებითობაზე გადის, რაც ადამიანების უპირატესობას წარმოადგენს.

საინტერესოა, იტალიაში, ქვეყანაში, რომელიც ცნობილია თავისი ისტორიული და საკულტო ნამუშევრებით, რამდენად შეცვლის 1L ხელოვნების ლანდშაფტს. მაგალითად, Robotor-ის დამფუძნებელი ჯაკომო მასარი აღნიშნავს, რომ რობოტი დაახლოებით 99%-ით სრულყოფილია, მაგრამ მას მაინც სჭირდება ადამიანის ჩარევა, რათა ქანდაკება დაასრულოს. ასევე, ის აცხადებს, რომ 1L უფრო მეტად ხელოვანის ასისტენტია, რაც ხარჯებისა და დროის დაზოგვას შეუწყობს ხელს.

Quickshipper – ყველა ამანათის მართვა ერთ სივრცეში

„როგორ ხარ?“ — რეკლამა მარტივი კითხვის პოზიტიურ ძალაზე