in

2018 წლის წარმატებული რობოტები

2018 წელს, მსოფლიოში ბევრი საინტერესო და წარმატებული რობოტი შექმნეს. ბევრი მათგანი განვითარდა, ნაწილი კი, სფეროს სპეციალისტების მიერ, უბრალოდ საჩვენებელ, არც თუ ისე საინტერესო ტექნოლოგიურ მიღწევად აღიარდა. გამოცემა Cnet-მა დაასახელა რამდენიმე რობოტი, რომელიც 2018 წლის მიღწევად შეიძლება ჩავთვალოთ.

bog
bog-mob

2018 წლის ერთ-ერთ მიღწევად კომპანია MIT-ის Chetaah – ოთხფეხა რობოტი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც მანევრირებს არა კამერებისა და სენსორების დახმარებით, არამედ შეხებისა და აღქმის მეშვეობით.

სფეროს სპეციალისტები SONY-ს Aibo-ს შექმნას ასახელებენ ერთ-ერთ წარმატებულ ნაბიჯად ტექნოლოგიურ სფეროში. რობოტი ძაღლი $3000 ღირს და მათთვისაა, ვისაც სახლში ნამდვილი ძაღლის ყოლა არ შეუძლია, თუმცა ძალიან უნდა.

Walt Disney აკრობატ რობოტებზე ფიქრობს და არამხოლოდ, მან უკვე შექმნა ასეთი. რობოტი Stuntronics ჰაერში საკმაოდ მრავალფეროვან მანევრებს ასრულებს და არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში, ადამიანების ნაცვლად, მსგავს წარმოდგენებში, სწორედ რობოტები ვიხილოთ.

სფეროს განვითარების ერთ-ერთი ნათელი მომავალია Boston Dynamics-ის ადამიანური უნარ-ჩვევების რობოტი – Atlas. ის წინააღობებს აღიქვამს, თავს არიდებს მათ და რთულად ასასვლელ კედლებზეც ძვრება.

მორიგ წარმატებულ ნაბიჯად, ტექნოლოგიურ სფეროში, NASA-ს Insight ითვლება. რობოტი, რომელიც მარსზე 27 ნოემბერს, წარმატებით დაეშვა, ხოლო 7 დეკემბერს, ისტორიაში პირველად, მარსის ქარის ხმა დედამიწელებს გამოგვიგზავნა.

ბათუმში საახალწლოდ იტალიელი მომღერალი ინგრიდი იმღერებს

The Guardian-მა ჭაჭა 10 საუკეთესო ზამთრის სასმელს შორის დაასახელა