in

რობოტი, რომელსაც სტუდენტებისთვის საკვები მიაქვს

veon
veon

ევროპულმა სტარტაპმა “Starship Technologies” ვირჯინიაში მდებარე George Mason-ის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შექმნა ექვსბორბლიანი თვითმართვადი რობოტი, რომელსაც მათთვის უკვე შეკვეთილი საკვებისა და სასმელების მიტანა ევალება.

კურიერ რობოტებს მიახლოებით 10 კგ პროდუქტის მიტანა შეუძლიათ. ისინი უკვე რამდენიმე ქვეყანაში დატესტეს სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობისას. რობოტები საკმაოდ კომპაქტურები არიან და შეუძლიათ თოვლსა და წვიმაშიც უპრობლემოდ გადაადგილება.

 

როგორც სტარტაპის წარმომადგენლებმა განაცხადეს, უნივერსიტეტს ისინი 25 რობოტით უზრუნველყოფენ და თავდაპირველად შესაძლებელი იქნება Blaze Pizza-ს, Dunkin’-ისა და Starbucks-ის პროდუქტების შეკვეთა. თითოეული შეკვეთა $1.99 ეღირება.

წყარო: The Verge

4 გზა, როგორ ვიყოთ უფრო ბედნიერები 2019 წელს

5 გზა, როგორ გავზარდოთ თანამშრომლების პროდუქტიულობა ზამთარში