29
Jan
2019

რობოტად ყოფნის სევდა…

29 Jan 2019

Elit Electronics
Elit Electronics


კარგ ფორმაში ყოფნა ღირს, თუკი ამით სიამოვნების მიღება შეგიძლია – ამ გზავნილით ლუდის მწარმოებელმა Michelob რეკლამა გამოუშვა. სიუჟეტის თანახმად, ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც ადამიანებს ყველა ფიზიკურ ასპექტში სჯობნის, გულდაწყვეტილი უმზერს, როგორ ტკბებიან ლუდის მოყვარულები საყვარელი სასმელით. ვიდეორგოლი სუპერთასისთვის არის შექმნილი. სუპერთასი სარეკლამო ინდუსტრიისთვის აქტიური სეზონია. კომპანიები დიდ თანხებს დებენ, რომ მათი რეკლამა ყველაზე დასამახსოვრებელი იყოს მაყურებლისთვის.

 

 

განხილვა