in

ახალ რობოტს მუშტების მოქნევა შეუძლია!

ამბავი ასეთია — IHMC Robotics და Boardwalk Robotics გაერთიანდნენ, რაც ჰუმანოიდი რობოტის Nadia-ს შექმნით დასრულდა. რობოტის, რომელსაც ჩხუბისთვის საკმაოდ კარგი უნარები აქვს. ამაში სულ ახლახან გამოქვეყნებული ვიდეოც დაგარწმუნებთ, სადაც იგი ადამიანების სრული კონტროლის ქვეშაა — რამდენიმე ინჟინერს VR სათვალე უკეთია, რაც რობოტს სიგნალს გადასცემს და მათი მოძრაობების მხრებითა და ფეხებით გამეორების საშუალებას აძლევს. თუმცა მუშტების მოქნევის გარდა, Boardwalk Robotics ამბობს, რომ Nadia-ს თავისი 29 სახსრით მოძრაობის ყველაზე დიდი დიაპაზონი აქვს ჰუმანოიდ რობოტებს შორის მთელ მსოფლიოში.

როგორც კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რობოტი გამოსადეგი იქნება ხანძრის, ბუნებრივი კატასტროფებისა და სხვა ისეთ სიტუაციებში, რომელში ყოფნაც ადამიანისთვის საშიში შეიძლება იყოს. 

7 გზა შემოქმედებით გამოფიტვასთან გასამკლავებლად

როგორ დავაბალანსოთ პრაგმატიზმი და იდეალიზმი გუნდში?