in

NGT: „ჩვენი რობოტი არსებულ აპლიკაციებს ზუსტად იმავენაირად იყენებს, როგორც ადამიანი – იმავე ინტერფეისში“

ჩვენი რობოტები არიან უნივერსალური თანამშრომლები, რომლებსაც ნებისმიერი ლოგიკას დაქვემდებარებული დავალების შესრულება შეუძლიათ 24/7-ზე

Startauperi
Startauperi

რობოტებზე საუბრისას, მათ ხშირად მეტალის მოძრავ კონსტრუქციებად წარმოვიდგენთ ხოლმე, რომლებსაც ჟრუანტელისმომგვრელი შესაძლებლობები აქვთ და თანამედროვე ტექნოლოგიური წინსვლის პარალელურად, ელვის სისწრაფით ვითარდებიან. თუმცა, დღეს სულ სხვანაირ რობოტებზე გესაუბრებით, რომლებიც ჩვენ გვერდზე მუშაობენ, დიდი სარგებელიც მოაქვთ, თუმცა, მათ ვერ თვალით ვერ ვხედავთ. რობოტები, იგივე RPA ტექნოლოგია, არის ვირტუალური, პროგრამული ასისტენტია, რომელსაც ის ბიზნეს პროცესები შეუძლია აიღოს საკუთარ თავზე, რომლებიც გარკვეულ ლოგიკაზეა დაფუძნებული. რობოტი ასრულებს ყველა იმ დავალებას, რომლებიც ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. ამ რობოტების შექმნაზე კომპანია NGT მუშაობს, რომლის გუნდიც მუშაობის მექანიზმსა და რობოტების სარგებლიანობაზე გვესაუბრა.

„უკანასკნელი კვლევები აჩვენებს რომ RPA ტექნოლოგიას შეუძლია ისეთი ბენეფიტების მოტანა როგორებიცაა: პროდუქტიულობის ზრდა, ხარჯების შემცირება, პროცესების შესრულებისას დაშვებული შეცდომების შემცირება და სხვა. გამეორებადი დავალებების რობოტიზაციას შესაძლოა, ჰქონდეს უამრავი დადებითი მხარე ბიზნესში, როგორიცაა: გაუმჯობესებული შედეგები ბიზნესისთვის, შემცირებული გადასახადები ან სამუშაო საათები, შემცირებული რისკები ბიზნესისთვის, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება და სენსიტიურ ინფორმაციაზე ადამიანების წვდომის შეზღუდვა.

რობოტიზაცია ნელ-ნელა მთელი დედამიწის გარშემო იკიდებს ფეხს გლობალური მასშტაბის მქონე სხვადასხვა ბიზნესებში, განსაკუთრებით კი ეს სფერო პოპულარულია განვითარებულ ბაზრებზე, სადაც ადამიანების საშუალო ანაზღაურება შედარებით მაღალია და ხოლო კომპანიებს შორის კონკურენცია მაღალი. RPA გვაძლევს შესაძლებლობას, გავზარდოთ ადამიანის პროდუქტიულობა, ეფექტურობა და გავაუმჯობესოთ სხვადასხვა ბიზნეს KPI,“ – გიორგი საათაშვილი, NGT-ის RPA დეველოპერი.

M: როგორია რობოტების მუშაობის პრინციპი?

შალვა გურგენიძე, RPA დეველოპერი: „RPA – იგივე პროცესების რობოტიზაცია არის ადამიანის ქმედებების ტექნოლოგიური იმიტაცია, რომლის მიზანია შეასრულოს სტრუქტურირებული რუტინული დავალებები სწრაფად, იაფად და უშეცდომოდ.

ამჟამად, ვმუშაობთ ორი ტიპის რობოტზე: ერთი, რომელიც ყოველდღიური დავალებების შესრულებაში ეხმარება ადამიანს, ხოლო მეორე – დამოუკიდებელი თანამშრომელი, რომელსაც აქვს უნარი წინასწარ გასნსაზღვროს, მიიღოს და დააპროირიტეტოს დაკისრებული დავალებები. სივრცე, საიდანაც რობოტები იმართება შეგვიძლია შევადაროთ პატარა ორგანიზაციას, რომელშიც სხვადასხვა საქმეს ჩვენი რობოტები ინაწილებენ. ამასთან, მათი ინტერაქცია ბევრად მეტ ეფექტურობას გვაძლევს.

რობოტისთვის სამუშაო პროცესზე დატრენინგება ხდება დეველოპერის მიერ, რაც რობოტისთვის დავალებების და ლოგიკების თანმიმდევრობის სწავლებას გულისხმობს. რობოტი იყენებს არსებულ აპლიკაციებს და პროგრამებს ზუსტად იმავენაირად, როგორც ადამიანი – იმავე ინტერფეისში. იგი მზადაა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები 24/7-ზე, ჩვენი რობოტები იყენებენ სხვადასხვა AI ტექნოლოგიას, რაც რობოტს საშუალებას აძლევს,  დაინახოს კომპიუტერის ეკრანი და ადამიანების მსგავსად იმუშაოს.

M: ბევრს აშინებს აზრი, რომ რობოტებმა შესაძლოა ადამიანური რესურსი ჩაანაცვლონ. როგორია თქვენი პასუხი?

დავით მეშველაშვილი, RPA კონსულტანტი: ადრე, როდესაც ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო და პირველი თაობის მანქანებმა დაიწყეს ადამიანური სამუშაო ძალის ჩანაცვლება, ბევრი განსხვავებული შეხედულება არსებობდა. ზოგი ადამიანი სკეპტიციზმით შეხვდა ამ ამბავს, სხვები კი პროგრესის დადებით მხარეებს ხედავდნენ. 1950-იანი წლების მიწურულიდან, ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლით, მათი ინტეგრირებითა და გავრცელებით დაიწყო ციფრული რევოლუცია, რომელიც დღესაც გრძელდება. ამ ყველა საფეხურს ერთი საერთო რამ აქვს: ყოველ ჯერზე, პროდუქტის შექმნის პროცესი ხელახლა ჩამოყალიბდა. ამ ტიპის რევოლუციების ფუნდამენტს წარმოადგენს ტექნოლოგიები, რომლებიც დროდადრო ჩნდებიან და რომლებიც საქმის კეთების “ტრადიციულ” მეთოდებს ცვლიან. ამ ცვლილებების შედეგად, იზრდება ადამიანის პროდუქტიულობაც და ეს მუდმივი პროცესი ყოველთვის თან სდევს კაცობრიობას. თუ ჩვენ გვსურს რომ შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა, თუ ჩვენ თვითონ არ წამოვიწყებთ, სულ მინიმუმ, უნდა მივყვეთ მაინც ამ ცვლილებებს დროულად.

M: მეორე მხრივ, შესაძლოა, რობოტებმა ადამიანებისთვის ახალი პროფესიების შესაძლებლობა შექმნან. როგორია თქვენი შეფასება ამ კუთხით?

ნებისმიერი ტექნოლოგიური პროგრესი აქრობს გარკვეული საქმის შესრულების საჭიროებას და აჩენს ახალს. დღეს, ალბათ აღარც გვახსოვს, რომ არსებობდა ისეთი პროფესიები როგორებიცაა: გუთნისდედა, მეფარნე, ტელეფონისტი. იყო დრო, გუთნისდედა ალბათ ძალიან დასაფასებელი პროფესია იყო, თუმცა, დღეს მათი საჭიროება აღარ არის. ასევე 20-30 წლის წინ არ გვქონდა გაგონილი ისეთი პროფესიების შესახებ როგორებიც არის სოციალური მედიის მენეჯერი, UX დიზაინერი და ა.შ. დღეს, ამ ტექნოლოგიამ უკვე მინიმუმ რამდენიმე ისეთი პროფესია გააჩინა, როგორებიცაა RPA დეველოპერი და RPA კონსულტანტი.

M: სად და როგორ არის შესაძლებელი თქვენი რობოტების “დასაქმება”?

ორგანიზაციაში, კომპიუტერთან მომუშავე ნებისმიერი ასეთი ადამიანის  ყოველდღიური აქტივობების ნაწილი განმეორებადი, რუტინული დავალებებია, რომლებიც არ მოითხოვს ადამიანურ, ინტელექტუალურ რესურსს. ისინი ამ დავალებების შესრულებაზე დროს კარგავენ, ორგანიზაციები კი ძვირფას ადამიანურ რესურსს აცდენენ იმ საქმეებზე, რის გაკეთებაც რობოტებს შეუძლიათ.

ის, რომ დღეს ჩვენი კომპანიები მუშაობენ ბანკებსა თუ ფინტექ კომპანიებში სამედიცინო დაწესებულებებსა და მსხვილ საწარმოებში არის დასტური, რომ რობოტების დასაქმება ყველგანაა შესაძლებელი. ჩვენს რობოტებს დღეს საქართველოში წარმატებულად იყენებენ როგორც PCR ტესტირებების შესრულებაში ასევე სხვადასხვა ფინანსური თუ საოპერაციო პროცესების განხორციელებაში, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით, მონაცემთა შეგროვებასა თუ HR-ის პროცესებში, ზოგიც მარაგების მართვაშია ჩართული.

ჩვენი რობოტები არიან უნივერსალური თანამშრომლები რომლებსაც ნებისმიერი ლოგიკას დაქვემდებარებული დავალების შესრულება შეუძლიათ, 24/7-ზე ადამიანზე ბევრად ჩქარა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ჩვენი რობოტები სამუშაოს შესრულებას მინიმუმ ორჯერ და სამჯერ ნაკლებ დროს ანდომებენ ვიდრე ადამიანები. იმისათვის, რომ ჩვენი რობოტები დაასაქმოთ თქვენ ორგანიზაციაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ NGT ჯგუფს რის შემდეგაც ჩვენი ანალიტიკოსები დაგიკავშირდებიან ან შეგიძლიათ პირადად მომწეროთ ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected].

M: როგორ მუშაობს თავად კომპანია?

NGT-ის მუშაობა პოტენციურ პარტნიორებთან შედგება 3 ეტაპისგან: ეკონომიკური დასაბუთება, ტექნოლოგიური დასაბუთება და კომერციული კონტრაქტის გაფორმება. ეს ეტაპები მნიშვნელოვანია რადგან ამაზეა დამოკიდებული ის თუ რამდენად წარმატებული იქნება პროექტი.

ეკონომიკური დასაბუთბის ეტაპზე ვსწავლობთ კომპანიის პროცესებს და ტარდება ანალიტიკური სამუშაოები. მას შემდეგ რაც ანალიტიკური სამუშაოები ჩატარდება და გვაქვს პროცესის დოკუმენტაცია საქმეში ერთვებიან ჩვენი დეველოპერები. თუ ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზე არ ვნახეთ რომ პროექტი ორგანიზაციას მინიმუმ 2-ჯერ მეტ ბენეფიტებს არ მოუტანს შემდეგ ეტაპებზე აღარ გადავდივართ.

ტექნოლოგიურ დასაბუთებას რაც შეეხება ეს ხორციელდება იმისთვის რომ პოტენციურ პარტნიორს დავანახოთ ტექნოლოგიის შესაძლებლობები და მისი თავსებადობა მათ სისტემებთან. გარდა ამისა პოტენციური პარტნიორი ეცნობა მუშაობის პრინციპს და სტილს.

მას შემდეგ რაც ეს ეტაპები წარმატებით დასრულდება ვაწერთ კონტრაქტს ხელს და ვაგრძელებთ დანერგვით სამუშაოებს.

მსოფლიოში არსებული პრაქტიკით, RPA პროექტების ნახევარი წარუმატებლად სრულდება. ჩვენ კი, ჯერ რა პროექტებიც განვახორციელეთ, ყველა წარმატებულია, რაც პირველ რიგში, ჩვენი სამუშაო მიდგომების დამსახურებაა.

M: რა სამიზნე სეგმენტზე გაქვთ ორიენტირი და როგორ ცდილობთ მის ათვისებას?

რაც შეეხება სამიზნე სეგმენტს ძირითადად კონცეტრირებულები ვართ ფინანსურ  და სამედიცინო სექტორებზე, თუმცა როგორც აღვნიშნე სხვა მიმართულებებითაც არაერთი პროექტი განგვიხორციელებია. ვცდილობთ გავიცნოთ საქართველოში მოქმედი ყველა კომპანია, ვაწყობთ სხვადასხვა ტიპის ვორქშოფებსა და ვებინარებს სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

M: რა მდგომარეობაა კონკურენციის კუთხით ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე?

მზარდი კონკურენცია ორგანიზაციებს აიძულებს უფრო ეფექტურები და სერვისზე ორიენტირებულები იყვნენ. რობოტები კი ეფექტურობის ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო და სწრაფად განვითარებადი საშუალებაა. ყველაზე მთავარია, რომ მარტივად გაზომვადია რობოტის მიერ მოტანილი სარგებლის შეფასება, ხოლო ტექნოლოგიაში განხორციელებული ინვესტიციის ამოღებას 1 წელზე ნაკლები დრო ჭირდება.

მსოფლიო ბაზარზე ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი კონკურენციაა. 2020 წელს, ჰიპერავტომატიზაცია წარმოადგენდა ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას, რომლის განხორციელების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი რობოტები არიან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რობოტიზაციის განხორციელება ხდება საკმაოდ სწრაფად თითოეული პროცესის რობოტიზაცია არ მოითხოვს 1-2 კვირაზე მეტს.

დღეს, განვითარებულ ქვეყნების მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, რობოტები არა უბრალოდ ბენეფიტების მომტანი ერთ-ერთი ინსტრუმენტია, არამედ უკვე იქცნენ ერთ-ერთ ძირითად კონკურეტულ უპირატესობად და გვაქვს მოლოდინი, რომ არც საქართველო იქნება გამონაკლისი.

M: გვიამბეთ გუნდზე, რომელიც ქმნის რობოტებს – რა გამოცდილება გაქვთ?

დემეტრე გურული, RPA დეველოპერი: ჩვენი RPA გუნდი დაიბადა 2019 წლის პირველ ნახევარში, ენ ჯი თი გრუფში, კომპანიაში, სადაც ისეთ ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გამარტივებაზეა კონცენტრირებული, ყოველთვის მხარს უჭერენ. თავად გუნდის წევრები ამ კონკრეტულ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნით, რადგან თვითონ ტექნოლოგიაც ახალი ჩამოყალიბებულია და ყოველდღიურად უმჯობესდება. სამაგიეროდ, სფეროსთან ერთად ვვითარდებით ჩვენც, ვეძებთ და ვცდით უამრავ სიახლეს, რომელიც შეიძლება დაეხმაროს ჩვენს კლიენტებს, გამოათავისუფლოს მეტი დრო და ამოიღოს რუტინა თანამშრომლების საქმიანობიდან.

ამჟამად, გუნდი ექვსი ამბიციური ადამიანისგან შედგება, თუმცა, უახლოეს მომავალში ვაპირებთ გაფართოებას და ისეთი ახალგაზრდების შემოერთებას, რომლებიც ჩვენს გუნდს ხალისსა და კრეატიულობას შემატებენ. თვითონ საქმიანობას ყოველი წევრი დიდი იმედით ვუყურებთ და ვგრძნობთ, რომ დიდი მისია გვაკისრია. არცერთი ჩვენგანი არ უყურებს მხოლოდ კლიენტების მიერ მოწოდებულ დავალებებს, ჩვენთვის ეს ყველაფერი დიდ მასშტაბებთან ასოცირდება და შესაბამისად, გუნდის გრძელვადიანი მისია ყველა განმეორებადი საქმის სამუშაო რუტინიდან ამოღებაა. ასე რომ, შეიძლება ჯერ გორაკებზე დავდივართ, თუმცა მომავალში მწვერვალებს ვუმიზნებთ.

M: როგორ გეგმავთ განვითარებას?

ჩვენი ახლადჩამოყალიბებული კომპანიის გუნდმა მიზნად დავისახეთ, 3 წლის თავზე 1 მილიონი სამუშაო საათი დავუზოგოთ ადამიანებს. ამის გაკეთება არც თუ ისე მარტივია, თუმცა ვფიქრობ ზეპტოსის გუნდს ამ მიზნის მიღწევა არ გაუჭირდება. გარდა არსებული ტექნოლოგიის განვითარებისა, მუდმივად ვმუშაობთ R&D-ს მიმართულებით, რათა მეტი პროდუქტი შევქმნათ და სხვადასხვა მიმართულებa განვავითაროთ, რაც ჩვენ მიზანთან  მიგვიყვანს.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„გვინდა, ხალხს ვაჩვენოთ ნამდვილი გასტრონომიული რევოლუცია“ – ლუკა თოდუა, „მასტერშეფიდან“ „კინგ დევიდამდე“

“იაპონია იმაზე მეტად განსხვავებულია, ვიდრე წარმოვიდგენთ” – დათო ტურაშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ კამპანიაში