ETH Zürich-ის რობოტ ANYmal-ს უკვე სენსორული თვალები აქვს, რაც მას ინდუსტრიაში გამორჩეულ ადგილზეც აყენებს. მანამდე კი ოთხფეხა რობოტს არ შეეძლო დაენახა, თუ რა ხდებოდა მის გარშემო და ნავიგაციისთვის მხოლოდ სხეულის პოზიციას ეყრდობოდა.
თვალების დამატებით მას უკვე არსებული სივრცის რუკის შედგენა და ორჯერ უფრო სწრაფად მოძრაობა შეუძლია. როგორც ამბობენ, ANYmal-ისთვის კიბეებზე ასვლა და ჩამოსვლა და, ზოგადად, ნებისმიერ ზედაპირზე გავლა არ არის პრობლემა. თანაც, იმავე სისწრაფითაც გადაადგილდება, როგორც ადამიანი. ამიტომ, ლაშქრობა ან სეირნობა იმ აქტივობათა ჩამონათვალს შეგიძლიათ დაამატოთ, რომელიც რობოტს ჩვენზე უკეთ გამოსდის.