in

რობოტებმა შეხების შეგრძნება ნაქსოვი სამოსით შეძლეს

მიუხედავად რობოტის ათასობით ფუნქციისა, მას ჯერ კიდევ არ აქვს ადამიანისთვის დამახასიათებელი 5 გრძნობა. მაგალითად, შეხების შეგრძნების გარეშე ანდროიდები ვერ ამჩნევენ საკუთარ ძლიერ მხარეებს — ამიტომაც, ხშირად საჭირო ხდება სენსორების დამატება, რათა ადამიანებთან ან ობიექტებთან კონტაქტის იდენტიფიცირება შეძლონ.

ამ ანდროიდებს შეხების შეგრძნება რომ ჰქონოდათ, თანაც ძვირადღირებული განახლებების გარეშე, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა RobotSweater შექმნეს — ნაქსოვი სამოსი, რომელიც დანადგარს გარე წნევის შეგრძნების საშუალებას აძლევს. 

რობოტის ტანსაცმელი სამფენიანი მასალისგან შედგება, თავსა და ბოლოში ნეილონის ძაფია, ხოლო შუაში მეტალის. შეხების მსგავსი ფუნქცია კი მაშინ მოქმედებს, როცა ერთმანეთისგან დაშორებული ორი მასალა წნევის საშუალებით უკავშირდება ერთმანეთს. შემდგომში წრედი იხურება და წარმოქმნის ელექტრულ სიგნალს, რომელიც რობოტს საშუალებას აძლევს, განსაზღვროს, სად მოხდა კონტაქტი. 

მაგალითად, თუ ქარხანაში შემთხვევით თანამშრომელი რობოტს დაეჯახება, RobotSweater მას იმის განსაზღვრაში დაეხმარება, რომელი მხრიდან მიუახლოვდა თანამშრომელი. შემდგომში კი მოძრაობას შეწყვეტს იმ მიზნით, რომ არ დააზიანოს კოლეგა. თანაც, ნაქსოვი მასალის მოქნილი ბუნების გამო, რობოტის ნებისმიერი ნაწილის დაფარვაა შესაძლებელი. კონკრეტული ტექნოლოგია კი ადამიანებს საშუალებას მისცემს, რობოტები შეხებით ან ფიზიკური ხელმძღვანელობით გაწვრთნან. 

ვებსტერის უნივერსიტეტი ტრენინგებსა და მასტერკლასებს აანონსებს

Google-ის საძიებო სისტემას AI პასუხები დაემატა