in

რობოტული თითის აქტიური გამოყენება ჩვენს ტვინში ცვლილებებს იწვევს!

კვლევაში 36 ადამიანი იღებდა მონაწილეობას

დამატებითი რობოტული ცერა თითის მქონე ადამიანებმა მისი კონტროლი ისწავლეს… თუმცა მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ, შესაძლოა, მომხმარებელთა ტვინზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის წევრმა, დანიელ კლოდმა და მისმა კოლეგებმა კვლევის ჩატარება გადაწყვუტეს. ექსპერიმენტის ფარგლებში 36-მა ადამიანმა თავის დომინანტ ხელზე მოირგო რობოტული ცერა თითი. მის მოძრაობას ფეხის ცერა თითზე მიმაგრებული სენსორები აკონტროლებდა – ამ ორ თითს შორის კავშირის დამყარებას, ტერფისა და მაჯის სპეციალური, უკაბელო მოწყობილობა უწყობდა ხელს.

მონაწილეებს ხუთი დღის განმავლობაში ლაბორატორიულ თუ სხვაგვარ გარემოში დამატებითი თითის 3 საათიანი გამოყენება ევალებოდათ. “ამის ერთ-ერთი მიზანი მოწყობილობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმირება იყო, ისევე, როგორც მონაწილეებისთვის საგნებთან ურთიერთქმედების ახალი, უნიკალური მეთოდის სწავლება” – ამბობს დანიელ კლოდი.

ბუნებრივია, რობოტულ თითს ბევრ ყოველდღიურ თუ მექანიკურ ქმედებაში შემოაქვს ცვლილებები. თუმცა საინტერესოა, როგორია მოწყობილობის ადამიანის ტვინზე ზემოქმედება? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, მკვლევრებმა ექსპერიმენტამდე და მის შემდეგ, მონაწილეებს MRI სკანირება ჩაუტარეს.

“ტექნოლოგია პროგრესირებს, მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, შეუძლია თუ არა ჩვენს ტვინს მასთან გამკლავება” – ამბობენ მკვლევართა გუნდის წევრები. მართლაც, როგორც აღმოჩნდა, ერთი კვირის შემდეგ, ამ ადამიანების ტვინი თითოეულ თითს ერთმანეთს უფრო მეტად ამსგავსებდა, ვიდრე აქამდე. კიდევ ერთი კვირის შემდეგმა სკანირებამ კი აჩვენა, რომ ეს ეფექტი ნელ-ნელა ქრებოდა.

წარმოგიდგენთ TIMEBOX-ს, საათებისა და სამკაულების პირველ ყუთს საქართველოში

კავკასიის ავტოიმპორტის ორგანიზებით, რუსთავის ცენტრალურ პარკში გამწვანების აქცია გაიმართა