in

როგორ მოვიქცეთ, როცა ბოსი ჩვენთვის ვერ იცლის?

თანამშრომლებს სჭირდებათ უკუკავშირი და მენტორინგი თავიანთი ბოსისგან. თუმცა იმის გამო, რომ თქვენს უფროსს, დიდი ალბათობით, არ ექნება დრო, თქვენს ყველა შეკითხვასა და შეთავაზებას გასცეს პასუხი, საჭიროა თქვენ მიერ სიტუაციის ადეკვატური და მოქნილი მართვა –  გამოიყენეთ თქვენ გარშემო არსებული ინფორმაციული თუ ადამიანური რესურსი დროულად!

pasha-statiebi
pasha-statiebi

იპოვე მეგზურები
თუ აღმოჩნდა და ბოსმა შენთვის ვერ მოიცალა, დრო უნდა იხელთო და ნახო ყველა ის ადამიანი, რომელსაც იმავე ინფორმაციის მოცემა შეუძლია. შეგიძლია, დახმარება იმასაც სთხოვო, ვისაც მანამდე ეკავა შენი პოზიცია. კომპანიაში აუცილებლად იქნებიან სხვებიც, რომლებმაც იციან სამუშაოს შიდა სამზარეულო, სპეციფიკა, ღირებულებები და აქვთ კომპეტენცია, მოგცენ ადეკვატური რჩევა. მნიშვნელოვანია და ამასთან, შენზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებ თანამშრომლების მენტორებად ქცევას, რომლებიც საკუთარ თავს ვერასდროს წარმოიდგენდნენ ამ როლში. როცა ახალი ხარ კომპანიაში, ეს შენი იარაღი და უპირატესობაა – ახალი თანამშრომლის სტატუსი არის რამდენიმეთვიანი პერიოდი, როცა კომპანიაში რჩევის მოცემითა და შენი დახმარებით, ყველა ბედნიერი იქნება.გქონდეს მუშაობის საკუთარი სტილი
გაიხსენე, სამსახურში აყვანამდე, ინტერვიუს პროცესი. რას ფორმას მიანიჭა ბოსმა უპირატესობა შენთან კომუნიკაციისას – წერილობითს, იმეილის საშუალებით, თუ სკაიპით? გაწყვეტინებდა საუბარს? მშვიდი არის, თუ იმპულსური? თუ შენი უფროსი დაკავებულია ათასი სხვა საქმით, მისთვის მუდმივად რჩევის კითხვა ან რამის დადასტურება იქნება გამაღიზიანებელი. შეუთანხმდი, კვირაში ნახევარი საათით შეხვედრაზე, სადაც იქნები, რა თქმა უნდა, მომზადებული, განსაზღვრული დროითა და სწორად ფორმულირებული შეკითხვებით.

შეხვედრაზე იქონიე სასაუბრო თემების ჩამონათვალი
უმჯობესია, ჩამოწერო შეკითხვები, შეხედულებები, მოთხოვნები და ამის მიხედვით, კონკრეტული და საქმისთვის მნიშვნელოვანი საკითხებით წარმართო შეხვედრა.
როცა შენს ბოსს წარმოდგენას უქმნი შეხვედრის თემასა და დროზე, მეტი შანსია, რომ უფრო ადეკვატური და სრულყოფილი ინფორმაციული რესურსით უზრუნველგყოს.

იყავი გაბედული
გახსოვდეს, რომ კომპანიაში შემთხვევით არ მოხვედრილხარ და შენ დაგიქირავეს იმისთვის, რომ ღირდა. თათბირებზე იაქტიურე და კარგი წინადადებებით გამოიჩინე თავი. დაფიქრდი, რას მოიმოქმედებდა შენი ბოსი და თვითონ გააკეთე ის. ხანდახან, უბრალოდ, მოქმედებაა საჭირო მუცელში სასიამოვნო შეგრძნებების გამოსაწვევად. როგორც კი იმოქმედებ, შენ მიიღებ უკუკავშირს – თანამშრომლები გეტყვიან, რას ფიქრობენ შენს ინიციატივაზე. შესაძლოა, ბოსმა მაინც ვერ მოიცალოს შენი გენიალური იდეებისთვის, თუმცა კომპანიაში სხვა დანარჩენი საკვანძო ფიგურების აზრიც ძალიან მნიშნელოვანია. შემდეგი ეტაპი კი მათი რჩევის მოპოვებაა – მოისმინე მათი როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შეფასება იმისათვის, რომ გაიზარდო! იმისათვის, რომ ისწავლო!შეიმუშავე კარიერული განვითარების სისტემა
როცა გყავს მოუცლელი ბოსი, ხშირად მოგიწევს რაღაც გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და გამოსავლის თავადვე პოვნა. მუდმივად ეძებე განვითარების შესაძლებლობები და გამოიყენე იმ ადამიანების ცოდნა და უნარები საკუთარი კომპანიიდან, პროფესიული ჯგუფებიდან, თუ უბრალოდ, გარშემომყოფებიდან, რომლებიც დაგეხმარებიან. თუ ორგანიზაცია გთავაზობს მენტორინგის პროგრამას, ნუ გამოტოვებ!  მნიშვნელოვანია, ისე არ ჩაკეტო საკუთარი სივრცე, რომ მხოლოდ იმას ხედავდე, ვინც გაკვირდება. შენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ. მთავარი მათი მოძებნაა.



უსინათლო ხელოვანი, რომელიც არაჩვეულებრივ ფოტოებს იღებს – Volkswagen-ის ექსპერიმენტი

„სახლი თბილისის შუაგულში“ – „აქსისის“ პროექტის მიზანი და Redberry-ს მარკეტინგული ამოცანა