in

„როცა ფანი შეხვდა ქარს“ – მარიამ უშხვანის კომიქსური ილუსტრაცია

ზოგჯერ, ერთ სიტყვასაც კი შეუძლია ახალ თავგადასავალში შეგვიპატიჟოს. ესაა ამბავი ფანსა და ქარზე, რომლებიც ბედმა ერთმანეთს უდაბნოში შეახვედრა და გააერთიანა. კომიქსის სიუჟეტის საკვანძო სიტყვაა „ფანქარი“. შინაარსი კი, ადამიანის შინაგან ბრძოლას მოგვაგონებს, იმ რთულ ამოცანას, რომელსაც ბევრი ჩვენგანი თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე აწყდება. უამრავი ადამიანის ყოველდღიურობაში არსებული ეს სერიოზული საფიქრალი მარტივად მოთხრობილ ამბად მარიამ უშხვანმა გადმოსცა პატარა ანიმაციისა და ილუსტრაციების სერიის სახით – „როცა ფანი შეხვდა ქარს“.

მარიამ უშხვანი: „მინდოდა, სიტყვა „ფანქარში“ დამალული სიუჟეტი გამეცოცხლებინა. ამ შემთხვევაში, ფანი არ არის კონკრეტული ადამიანი, მას არ გააჩნია სქესი, ის პირობითია და იმ თითოეული ადამიანის სახეს აღწერს, რომელიც ხშირად მოგზაურობს საკუთარ თავში და შინაგან ქაოსს ებრძვის.

კომიქსის შექმნის ინსპირაცია უშუალოდ სიტყვა „ფანქარმა“ და მისმა მარცვლებად დანაწევრებამ მომცა. თავიდან დავწერე სცენარი, სადაც ფანი, როგორც პიროვნება, ქარის საპოვნელად მიდის უდაბნოში. კომიქსის კულმინაციურ ნაწილში კი მინდოდა ობიექტების ერთიანობით, მათი შერწყმითაც მიმეღო გარკვეული სახე-სიმბოლო, რომელიც „ფანქრის“, როგორც შემოქმედებითი ძალის, ბედისწერის ინდივიდუალური ხაზის შემქნელის სახით წარმოჩინდა.“


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ „გამოვიჭიროთ“ სანტა?

გადაეშვი ალტავერსში – ახალი ანიმაცია Alta-ს ონლაინსივრცეში გვეპატიჟება