თუ კვლევას დავეყრდნობით, მუშაობის ჰიბრიდული რეჟიმი 2024 წელშიც მზარდი პოპულარობით ისარგებლებს… ეს კი Apple-ისთვის იმის მინიშნება იყო, რომ უსაფრთხოების ფუნქციები ახლა გადამწყვეტი იქნება ბიზნესებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომელი ტექნიკა შეიძინონ… სწორედ ამიტომ, 8-წუთიან თრილერს გვთავაზობენ, სადაც Touch ID-ის, შენახული პაროლების, მოწყობილობაზე თვალყურის დევნებისა და გაშიფვრის ფუნქციებს იყენებენ.
Apple-ის უახლესი რეკლამა Macbook-ის მოპარვით იწყება იმ ადამიანისთვის, რომელსაც ძალიან მალე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს… ძიების პროცესი კი სწორედ ეფლის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების ფუნქციებზე ხაზგასასმელადაა გამოყენებული. როგორც ამბობენ, Swiped პირველი კრიმინალური თრილერია, რომელშიც Find My Friends მთავარ ელემენტადაა გამოყენებული. ახლა კი, რომ არ დაგასპოილეროთ, თავად ნახეთ, რა ხდება, როცა Macbook-ს გპარავენ: