რა მოუვიდა იმ საყვარელ ტრადიციას, როდესაც ოჯახის წევრები მისაღებ ოთახში საღამოობით ერთად იკრიბებოდნენ და სხვადასხვა თემაზე თბილად საუბრობდნენ? სამწუხაროდ, თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტსივრცემ უშუალო ურთიერთობების როლი ყოველდღიურობაში საგრძნობლად შეამცირა. América TV-მ გადაწყვიტა, ამ ფაქტთან დაკავშირებით რამე ეღონა და სააგენტო DDB-ს დახმარებით, კამპანია წამოიწყო. სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ჩვეულებრივი ოჯახებიდან, თითო წევრი მიიწვიეს და მონაწილეობის საშუალება მისცეს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტით აღფრთოვანებული ოჯახები ისევ ერთად შეიკრიბნენ და დააბრუნეს ძველი ურთიერთობის ტრადიცია.