უჩვეულო კომბინაციაა, არა?! ის, რასაც სურათზე ხედავთ, სტუდენტის ნამუშევარია, მისი მიზანი წვნიანის ხაზისთვის სწორედ მუსიკით შთაგონებული შეფუთვის დიზაინის შექმნა იყო. არჩევანი როკზე შეაჩერა და ცხოველების ტყავის ქურთუკებში გამოწყობით თაროზე გამორჩეული ადგილი დაიკავა. მეტიც, ამ პროცესში Kandinsky 3.0-ის ხელოვნური ინტელექტი დაიხმარა, შემდგომ კი დეტალებზე ხელით იმუშავა. სახელიც შესაბამისია, თუმცა ესეც მოულოდნელად დაიბადა — Rock Stock კარგი რიტმის გამო აარჩიეს.
პროდუქტის შეფუთვამ, შესაძლოა, ცოტა დაგაბნიოთ. არც გამაგრილებელი სასმელია და არც რძე, ნატურალური ხორცის წვნიანია, რომელსაც ორნაირი შეფუთვით გვაცნობენ — ერთია ჩანთის მსგავსი, მეორე კი ალუმინის ქილაა. ამაზე უკვე პრაქტიკულობის გამო გააკეთეს არჩევანი…
პროდუქტის ხაზი, საქონლის, ქათმისა და კურდღლის წვნიანს მოიცავს, რაც საკმაოდ პოპულარულია კულინარიაში. აი, რაც შეეხება ფერებს, მკვეთრი სხვაობები სურდათ, რათა ზუსტად იმგვარი კონტრასტი ყოფილიყო მათ შორის, რაც გემოებშია. მწვანე ქათმისაა, წითელი საქონლის, ხოლო ცისფერი ქურდღლის ხორცით. ასე ბაზარზე რომ გამორჩეულ ადგილს იკავებს, ამას, ალბათ, კიდევ აღარც თქმა სჭირდება, თუმცა უმჯობესია, თავად დარწმუნდეთ: