in

Rocket Companies ამერიკის სუპერთასზე ვიზუალური იდენტობით წარდგება

ამერიკა სუპერთასისთვის ემზადება. ეს წლის ის პერიოდია, როდესაც ბრენდები დიდ ძალისხმევას დებენ საკომუნიკაციო მიმართულებით. ბევრისთვის ეს დიდი ცვლილებების დროც კია. მაგალითად, ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინტექ პლატფორმა Rocket Companies სუპერთასის უდიდეს არენაზე სრულიად ახალი სახით წარდგება. 14 იანვარს, კომპანიამ განაცხადა მასშტაბური რებრენდინგის შესახებ, რომლის პირველი მნიშვნელოვანი დემონსტრირება სწორედ სუპერთასზე მოხდება. მათი თქმით, წლევანდელი სარეკლამო რგოლი სრულიად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც „აქამდე გვინახავს“. განსხვავებით 2022 წლის რეკლამისგან, სადაც მსახიობი ანა კენდრიკი და Barbie-ის ბრენდი იყო წარმოდგენილი, ახალი კამპანია ფოკუსირებული იქნება სახლის ფლობის „ამერიკულ ოცნებასა“ და ამ იდეის ძალაზე.

BOG
BOG

როგორც ჩანს, კომპანიამ გადაიაზრა, რომ სუპერ ბოულის რეკლამა არ არის მხოლოდ 60-წამიანი გასართობი სეგმენტი – ის კულტურული გავლენის მოხდენის უნიკალური შესაძლებლობაა.

რებრენდინგის ფარგლებში, Rocket Companies სრულად ცვლის თავის ვიზუალურ იდენტობას. ახალი დიზაინი სიმბოლურად გამოხატავს ნდობასა და დაცულობას სახლის ყიდვის პროცესში. კომპანიამ ასევე შეცვალა კორპორაციული შრიფტი და ფერთა გამა, სადაც ტრადიციული Rocket Red ახლა უფრო თბილ ტონებშია წარმოდგენილი.

განახლებული ბრენდის მთავარი მიზანია გახდეს „ამერიკის ყველაზე კულტურულად მნიშვნელოვანი და ინკლუზიური ბრენდი“. ამ მიზნით, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მრავალფეროვან აუდიტორიას.

ცვლილებები შეეხო კომპანიის ქვებრენდებსაც: Amrock გახდა Rocket Close, ხოლო Rocket Pro TPO გადაკეთდა Rocket Pro-დ. ყველა სერვისი ახლადშეძენილ დომეინზე Rocket.com გაერთიანდება. როგორც აცხადებენ, ახალი ვიზუალური იდენტობა არის ნარატივის დახვეწისა და ისეთი ემოციური კავშირის შექმნის მცდელობა, რომელიც კომპანიის ტრანსფორმაციულ როლს გამოხატავს.

ეს მასშტაბური რებრენდინგი არის კომპანიის 2025 წლის ტრანსფორმაციის გეგმის პირველი ეტაპი. Rocket Companies-ის ახალ სარეკლამო კამპანიაზე იმუშავებს სააგენტო Mirimar, რომელიც კომპანიის ახალი კრეატიული პარტნიორია.

წყარო: marketingdive

Cadbury-ის ემოციური რეკლამა უწყინარ ტყუილებს ეძღვნება

Doritos-ის რომელი რეკლამა მოიგებს 1 000 000 დოლარს? — Crash the Super Bowl Contest