in

Pepsico-მ Rockstar-ის ვიზუალური იდენტობა განაახლა

Pepsico-მ, რომელმაც 2020 წელს 3,85 მილიარდ დოლარად შეიძინა ენერგეტიკული სასმელების ბრენდი Rockstar, ახლა მისი რებრენდინგი გადაწყვიტა. მიზანი კი უფრო დინამიკური, ფერადოვანი და თვალისმომჭრელი ვიზუალური იდენტობის შექმნა იყო. ბრენდში სჯერათ, რომ ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ბაზარზე კონკურენტუნარიანი პოზიციის გამყარებაში.

ვიზუალურად ენერგეტიკული სასმლის შეფუთვა მუქი ფერის პალიტრისკენაა მიდრეკილი — მაღალი კონტრასტული გრაფიკისა და მკვეთრი ტიპოგრაფიისკენ. ეს ექსტრემალური ვიზუალური ენაა პროდუქტისთვის, რომელიც ხშირად ასოცირდება აქტიურ სპორტებთან.

ბუნებრივია, დიზაინის ცენტრში მოთავსებულია ბრენდის ვარსკვლავის ლოგო, სარკისებური ორმაგი R-ით. უბრალოდ, ახლა Rockstar-ის სიტყვიერ ნიშანს უფრო მეტი სივრცე მისცეს. ხოლო ქილის ზედაპირის უმეტეს ნაწილზე მრავალფეროვანი ილუსტრაციებია წარმოდგენილი — თითოეული მათგანი 20-ზე მეტი არომატის დიფერენცირებისთვისაა განკუთვნილი.

„ახალი ვიზუალური იდენტობის გაშვება აღნიშნავს სტრატეგიულ ევოლუციას მომავლისკენ, რომელიც ორიენტირებულია Rockstar-ის ნულოვანი შაქრის გადაწყვეტაზე. გვინდოდა, ამ დიზაინით ინკლუზიურობის განცდაც შეგვექმნა და გვეჩვენებინა, რომ სასმელი ყველასთვისაა განკუთვნილი“, — აღნიშნავს Pepsico-ს დიზაინის ვიცე-პრეზიდენტი, მარი-ტერეზე კესიდი.

Nikon – პროდუქტის ბრენდი, რომელმაც მწარმოებლის სახელი გადაფარა

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „ძნელია თქმა, კარგი იქნებოდა თუ არა, რაღაცებზე წინასწარ რომ მქონოდა ნაფიქრი“ – ანანო დოლაბერიძე