როდესაც კარი ისეთი მყარი და გამძლეა, რომ მის შემტვრევას სამაშველო ბრიგადაც კი ვერ ახერხებს, მაშინ ალტერნატიული საშუალება უკვე კედლის განგრევაა. როგორც ჩანს, სწორედ ასეთ კარებს აწარმოებს კომპანია Forte, რომელმაც თავისი საოცრად გამძლე პროდუქციისთვის ორიგინალური, თანაც შესაფერისი პრინტ კამპანია შექმნა. პოსტერებზე, რომელთა შექმნაზეც სააგენტო Circus Grey-მ იმუშავა, ოთხი სხვადასხვა შემთხვევაა, სადაც კარის სიმყარის გამო, შენობაში შესაღწევად სხვა გზების მოძებნა გახდა აუცილებელი. ასეთი კარის შემხედვარე მომხმარებელს ნამდვილად არაფერზე ექნება სანერვიულო.
როდესაც კარის შემტვრევაზე მარტივი კედლის განგრევაა – ორიგინალური პრინტ კამპანია
