in

როდის არის იუმორის გამოყენება სასარგებლო პროფესიულ კომუნიკაციაში?

ხშირად იუმორი დადებითი გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია

საინტერესოა, მუშაობისასა რიგ შემთხვევებში იუმორს რატომ აქვს ჯადოსნური და პირიქით, დესტრუქციული ეფექტები? პასუხი არც ისე მარტივია, როგორც “ზოგიერთი ხუმრობა სხვებზე უკეთესია”, ან “ზოგი სასაცილოა, ზოგი კი არა”. რეალობა ისაა, რომ პროფესიონალურ კომუნიკაციაში მსუბუქი შენიშვნების დანერგვა ყოველთვის სარისკოა. ხოლო ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როდის ღირს რისკზე წასვლა, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ჯანდაცვის სექტორის მონაცემთა ბუნებრივი ენის დამუშავებით მივიღოთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამ საკითხისადმი მკვლევართა ინტერესი მოულოდნელად გაჩნდა, როდესაც მათ პაციენტების კომენტარების დიდ კრებულს გადახედეს — იგი იმ აზრების “თავშესაყარს” წარმოადგენდა, თუ რას აფასებენ პაციენტები მათი მოვლის პროცესში. 2020 წელს ხელოვნური ინტელექტი და ბუნებრივი ენის დამუშავება 988 161 პაციენტის მაგალითზე გამოიყენეს.

გაანალიზებული კომენტარების საფუძველზე ანალიტიკურმა ტექნოლოგიამ 1 270 000 იდეა გამოავლინა. შედეგად, თემებისა და ქვეთემების მიხედვით, გამოიყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კატეგორიები. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, შესაძლებელია იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის და ამავდროულად, არ გამოიხატება ისეთი კითხვების პასუხებში, როგორიცაა, მაგალითად, “რამდენად ხშირად ხსნის ექიმი პრობლემას თქვენთვის გასაგებ ენაზე?”. ეს კითხვა იმის გაგებაში გვეხმარება, რამდენად ინფორმატიულია ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. თუმცა არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორ აგრძნობინა ექიმმა პაციენტს თავი.

პაციენტების ნარატიული კომენტარების ანალიზში იუმორი არაერთხელ გამოიკვეთა, როდესაც ისინი თავიანთ ექიმებთან დადებით გამოცდილებას აღწერდნენ. პაციენტები კომენტარს აკეთებდნენ იმაზე, თუ როგორ ურთიერთობდნენ ექიმები მათთან და რა კითხვებიც არ უნდა დაესვათ ექიმებისთვის, როგორც ჩანს, ისინი რთულ მომენტებში ეფექტურად იყენებდნენ იუმორს, როგორც ზრუნვის გამაძლიერებელი აქტს.

კვლევის საფუძველზე აშკარა ხდება, რომ იუმორი ერთგვარ ძვირფას სანელებელს ჰგავს. სინამდვილეში, “ძირითადი კერძები”, რომლებსაც პაციენტები აფასებენ, არის თავაზიანობა, პატივისცემა და მასთან დაკავშირებული ქვეთემები. პაციენტების მიერ ექიმების ტექნიკურ უნარებზე კომენტარის გაკეთება არც თუ ისე ხშირია, მაგრამ მათი კომენტარები მიუთითებს ღრმა მადლიერებას თანაგრძნობის, სიკეთის, პასუხისმგებლობისა და მოთმინების მიმართ. და როდესაც პაციენტები აცხადებენ, რომ ამ თვისებებზე ზრუნვას თან ახლავს იუმორი, ეს უკანასკნელი უფრო მისასალმებელი ჩანს.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იუმორის გამოყენება გარკვეულ ეთიკას მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის მუშაკებმა ძირითადი აქცენტი თანაგრძნობასა და სიკეთის გამოვლენაზე უნდა გააკეთონ. თუ პაციენტები დარწმუნებულნი არიან, რომ მკურნალი ექიმები ამ გრძნობებს გულწრფელად გამოხატავენ, ისინი სრულებით მიესალმებიან იუმორისტული კომუნიკაციის გამოვლენას.

მეორეს მხრივ, როდესაც პაციენტები თავაზიანობისა და პატივისცემის ნაკლებობას განიცდიან, მომვლელების მიერ იუმორის გამოყენება შეურაცხყოფის ეფექტს უწვევს. მოკლედ რომ ვთქვათ, იუმორი არ არის ცალკეული აქტივი ან ვალდებულება. არამედ, იგი დადებითი ან უარყოფითი სიგნალების გაძლიერებას ემსახურება, რომლებსაც პაციენტები ექიმებისა და ექთნებისგან იღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მონაცემები ჯანდაცვის სფეროს ეთმობა, ეს ძირითადი მიდგომა, სავარაუდოდ, ნებისმიერი სახის ორგანიზაციაზე გავრცელდება. იუმორი, რომელიც მხოლოდ ყურადღების გაფანტვას გვთავაზობს, ხშირად გამაღიზიანებელია. იუმორი აშკარა ზრდილობისა და პატივისცემის არარსებობის პირობებში, შესაძლოა, აღიქმებოდეს როგორც უხეში უგულებელყოფა. მაგრამ როდესაც იუმორი დამხმარე როლს ასრულებს კლინიცისტებსა და პაციენტებს შორის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების კუთხით, მას შეუძლია, გარკვეული ბარიერები დაარღვიოს და ორი მხარე ერთმანეთთან მეტად დაახლოვოს. როდესაც ექიმები და პაციენტები ერთად იცინიან, პაციენტები თავს ღირებულად გრძნობენ და არა მხოლოდ იმ ადამიანად, რომელსაც მკურნალობა თუ დახმარება ესაჭიროება.

წყარო: HBR



ამბავი Porsche-ს პირველ სრულად ელექტრო Taycan GT-ზე!

Tasteit: „ადამიანებს ერთდროულად საშუალებას ვაძლევთ „დააგემოვნონ“ ადამიანები და კერძები“