Glowtime-ის ღონისძიებაზე ზუსტად არაფერი გვითხრეს დაპირებული ხელოვნური ინტელექტის შესახებ, მაგრამ ახლა Apple-ის ოფიციალური ვებგვერდიდან გავიგეთ, რომ Apple Intelligence ამ შემოდგომაზე გამოვა!
ამჯერად კი Apple Intelligence-ის ბეტა ვერსიის გამოცდა შეგიძლიათ, რაშიც ისეთი ფუნქციები მოიაზრება, როგორებიცაა Clean Up Tool, Writing Tools, განახლებული Siri, Voice Memos-ს ტრანსკიფცია, ზარების ჩაწერა თუ სხვა.
რაც შეეხება საჯაროდ ჩაშვებას, დებიუტს iOS 18.1-ის გამოსვლასთან ერთად ელიან. თუ არსებულ წყაროებს დავუჯერებთ, ეს სადღაც ოქტომბრის შუა რიცხვებში უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა, iOS 18.1 არ მოიცავს Genmoji-ის, Image Playground-სა და Apple Intelligence-ის სხვა ფუნქციებს. ამისთვის მოგიწევთ iOS 18.2-ის გამოსვლას დაელოდოთ…
ხოლო Bloomberg-ის წყაროს მიხედვით, „კომპანია iOS 18.2-ს ნოემბრის დასაწყისში ჩაუშვებს“. შედეგად, Genmoji-ის, Image Playground-ისა და Apple Intelligence-ის სხვა ფუნქციებსაც ამ დროს ვიხილავთ. ეს კი კარგი ამბავია, თუ გავიხსენებთ იმას, რომ Genmoji ემოჯის ტექსტური აღწერის საფუძველზე შექმნის, ხოლო Image Playground-ით Apple გუგლის Pixel Studio-ს პასუხობს, რომელიც AI-ის მიერ გენერირებულ სურათებს შემოგთავაზებთ.
და თუ გაინტერესებთ, რომელ მოწყობილობებზე იმუშავებს Apple Intelligence, ეს აი, ამ ლინკზე შეგიძლიათ, ნახოთ.