მნიშვნელოვანი თარიღი უკვე ცნობილია — Apple სიახლეებით გაოცებას გვპირდება და ამას კალიფორნიის Apple Park-ში აპირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ iPhone 17-ს 9 სექტემბერს ჩვენი დროით 21:00 საათზე გაგვაცნობს. ფსონები საკმაოდ მაღალია და ამაზე მოწმობს წლის სლოგანიც, რომ ღონისძიება საოცარი (Awe dropping) იქნება.
სავარაუდოდ, ეფლი პირველად შემოგვთავაზებს iPhone-ების ტრიოს: iPhone 17-ს, iPhone 17 Pro-სა და Pro Max-ს, რასაც ულტრა თხელი iPhone Air-იც დაემატება. ამასთან, ახალ Apple Watch-ის მოწყობილობებსა და AirPods-ს ელიან, ტყავის შემცვლელით დამზადებულ აქსესუარებთან ერთად. არსებული ვარაუდებით, iPhone 17-ის ჩათვლით, 9 სექტემბერს Apple სულ მცირე 8 ახალ პროდუქტს გაგვაცნობს.
Live-ის ყურებას Apple-ის ვებგვერდსა და YouTube არხზე შეძლებთ.












