in

დადგა თუ არა პირადად შეხვედრების დრო?

ამის გაცნობიერებაში ექვსი ძირითადი კითხვა დაგეხმარებათ

სამი დღე ოფისში მუშაობა, ორი – სახლიდან? ან, ორი კვირა ოფისში, შემდეგ ორი სახლში (ან სხვა მიმზიდველ დისტანციურ ადგილას)?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამასთან დაკავშრებით, რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომელთაც მენეჯერბი მაშინ განიხილავენ, როდესაც ცდილობენ გაერკვნენ, თუ რა სახით უნდა მოხდეს სამსახურში დაბრუნება. ამ ახალი შეთანხმებების ნაწილი სტაბილურ სახეს იღებს – მაგალითად, Apple-ის თანამშრომლები აქტიურად ეწინააღმდეგებიან კვირაში სამი დღის ოფისში გატარებას და ამ ნაბიჯს მოქნილი სამუშაოს საწინააღმდეგო ასპექტად განიხილავენ.

ამ სტრესული ეტაპების მიღმა გასაღწევად, პირველ რიგში იმაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, თუ რეალურად რის მიღწევას ვცდილობთ. ამიტომაც, მას შემდეგ რაც დაადგენთ, თქვენი საქმიანობის რომელი ნაწილი უნდა შესრულდეს ფიზიკური მონაწილეობით და რომელი – ვირტუალურად, შეგიძლიათ, ეს იდეალი განავითაროთ.

ცხადია, ეს საკმაოდ რთული პერიოდია და ამ პროცესის გასამარტივებლად, როდესაც თქვენი გუნდის სამუშაო გეგმას აყალიბებთ, ექვსი ძირითადი კითხვის მიხედვით უნდა იმოქმედოთ.

1. უნდა ჩატარდეს ეს შეხვედრა?

თუ გასული წლის განმავლობაში რაიმე ვისწავლეთ, ეს დროის ღირებულებაა და ის თუ რამდენად დამღლელი შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენი დროის აბსოლუტური უმრავლესობის შეხვედრებზე დახარჯვა. 2020 წლიდან მოყოლებული კი შეხვედრებს შორის არსებული დრო უიმედოდ იხარჯებოდა ზუმის ლინკის მოძებნაზე.

ახლა, როდესაც პირისპირ ურთიერთქმედება შესაძლებელია და ვიცით, როგორ უნდა შევასრულოთ ვირტუალური სამუშაოებით, მოდით, ძალიან ფრთხილად ვიფიქროთ იმაზე, იქნებოდა თუ არა შეხვედრაზე დახარჯული დრო უკეთესი აზროვნებისთვის, წერისთვის ან სხვა პროექტებში ჩართვისთვის. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ ხვდებით? დარწმუნდით, რომ პასუხი ნამდვილად აზრიანია. მართლა გჭირდებათ შეხვედრა? პრიორიტეტი ასინქრონულ სამუშაოს მიანიჭეთ და გამოიყენეთ შეხვედრები, რათა კრეატიული იყოთ და ერთად გააკეთოთ რამე, ნაცვლად უბრალოდ ინფორმაციის გაზიარებისა.

გუნდის წევრების შეხვედრები პროგრესის ანგარიშების უზრუნველსაყოფად, მაგალითად, როდესაც თითოეულ ადამიანს საკუთარი სეგმენტი აქვს, მაგრამ დანარჩენ დროს შედარებით პასიურია, შესაძლოა, საჭირო არ იყოს. ამ შემთხვევაში წერილობითი მოქმედება უმჯობესია, მეორეს მხრივ, დადებით შედეგს გამოიღებს “ბრეინშტორმინგის” სესიები.

2. ჩემი შეხვედრის მიზანი ურთიერთობებზეა დაფუძნებული თუ ამოცანების შესრულებაზე?

ობიექტური მიზნები, შესაძლოა, სხვადასხვა აქტივობას შეიცავდეს, მაგალითდ, დამსწრეების ინფორმირებას ამ ღონისძიებების დაგეგმვას, რომელთა განხორციელებაც ვირტუალურ შეხვედრებზეც შეიძლება.

ურთიერთობების მიზნები, რაც გულისხმობს გუნდის წევრებს შორის კავშირების განმტკიცებას ან აღდგენას, ჩვეულებრივ ყველაზე ეფექტურად მიიღწევა ოფისში პირადად შეხვედრისას. მრავალფეროვანი ჯგუფური საუბრები ფიზიკურ რეჟიმში უნდა გაიმართოს, სადაც “დამანგრეველი” და ყურადღების გამფანტველი პარალელური საუბრები ვერ დაჩრდილავს ცენტრალურ დისკუსიას.

თუმცა ამის საპირისპიროდ საგულისხმოა ისიც, რომ ზოგიერთისთვის სწორედ ეკრანს მიღმა მუშაობა და შეხვედრა შექმნის ფსიქოლოგიური უსაფრთხოების განცდას. თავის მხრივ, ამას აზრის გაზიარებისა და ღიაობის თავისუფლებაც ახლავს თან.

3. რამდენად რთულია ჩემი მიზნები?

რიგ შემთხვევებში კომპლექსურობა უფრო სასარგებლო საფუძველია შეხვედრის ფორმის დასადგენად. ეს ემოციურ სირთულეს და ურთიერთდამოკიდებულების დონეს მოიცავს, რომელიც შეიძლება, საჭირო გახდეს გარკვეული გადაწყვეტილებების ან შედეგების მისაღებად.

ქვემოთ მოცემული სქემა ასახავს სირთულის დონის მიხედვით წარმოდგენილ მიზნებს. შეიძლება, ურთიერთობებზე დაფუძნებულ მიზნებსა და კომპლექსურობას შორის გარკვეული კორელაცია შენიშნოთ, მაგრამ ეს დამთხვევა ნაწილობრივია. თუ კონკრეტული დისკუსიები პიროვნული და სხვა სირთულეების გადალახვას, ან კონკურენტული პრიორიტეტების ყურადღებით დაბალანსებას გულისხმობს, ისინი საუკეთესოდ წარიმართება პირდად.

ამავე დროს, ურთიერთობებზე დაფუძნებული მიზნები, შესაძლოა, შედარებით მარტივად წარიმართოს. მაგალითდ, კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთ წარმატებულ ამბად შეგვიძლია, Zoom-ში ჩატარებული სადღესასწაულო წვეულებები გავიხსენოთ. ალბათ, ერთი წლით ადრე წარმოუდგენელი იქნებოდა ვირტუალურ წვეულებაზე დასწრება და ყველა ჩვენგანი ერთმნიშვნელოვნად განაცხადებდა მოწვევაზე უარს… თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და ამ უჩვეულო ონლაინ წვეულებებსაც შევეგუეთ, როგორც ერთფეროვანი დამღლელი დღეების ნათელ წერტილს.

4. შეიძლება, რომ ჩემმა შეხვედრამ მიიღოს სრულიად განსხვავებული კონფიგურაცია ან ფორმა?

ოფისი, Zoom და ჰიბრიდი… მაგრამ ასევე, შესაძლებლობების მთელი სამყარო არსებობს, რომელიც არცერთ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება. ახლა, როდესაც ინფორმაციის გადაცემის ბევრი სხვა მექანიზმია, არსებობს ინფორმაციის გადაცემის სხვა გზები, რომლებიც უფრო ეფექტურად ინერგება?

ამასთან დაკავშირებული საინტერესო მაგალითი ერთ-ერთი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა. მან ყოველთვიური შეხვედრები წინასწარ ჩაწერილი ვიდეოთი ჩაანაცვლა, რომელსაც თანამშრომლები თავისუფალ დროს უყურებენ – თუ რამე გამორჩათ ან უკეთ სურთ გააზრება, უკან გადახვევის საშუალება არსებობს. ზოგიერთ კომპანიას შეუძლია, თანამშრომლებს მსგავსი ვიდეოების ყურება კონკრეტულ ვადაში მოსთხოვოს, შემდეგ კი დამატებითი Q&A სესიები შესთვაზოს ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Slack ან თუნდაც WhatsApp.

5. რომელი შეხვედრა იქნება ყველაზე ინკლუზიური?

Covid-19-მდე ონლაინ მართვადი, სილაბუსზე დაფუძნებული კურსების ორგანიზატორებიც კი ფიქრობდნენ, რომ თვეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში მონაწილე მენეჯრებისა და აღმასრულებლების ფიზიკური შეკრება გადამწყვეტი იყო წარმატებისთვის. ბევრი მათგანი მიიჩნევდა, რომ ონლაინ ურთიერთობები ნაკლებ ეფექტური იყო – მაგრამ ეს დამოკიდებულება შეიცვალა… აღმოჩნდა, რომ ვირტუალური ფორმატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი მისი ინკლუზიური ხასიათია. ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ კურსებში მონაწილეობის მიღება ისე, რომ ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილების ხარჯები არ იყოს დასაფარი.

თავის მხრივ, ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს დანაკლისის გრძნობა არ არსებობს ფიზიკურად შეხვედრის არ არსებობის გამო. მაგრამ ასეთი ტიპის კურსები მრავალი მიზნის ერთიანობაა და ვირტუალური ცხოვრება მათ საფრთხეს არ უქმნის.

6. აქვს თუ არა ჩემს ფასილიტატორს ჰიბრიდული შეხვედრის ჩატარების უნარი და ტექნიკური გამოცდილება?

ოფისის გახსნის პირველ დღეებში შეხვედრის ჰიბრიდულ სტილში ჩატარების ცდუნება არსებობს. თუ ეს სწორად დაორგანიზდა, იდეალური გამოსავალი იქნება ყველა პიროვნებისთვის, რათა ყველა ისე ჩაერთოს საქმიანობაში, როგორც ყველაზე კომფორტულად და პროდუქტიულად გრძნობს თავს. თუმცა არსებობს სპეციალური უნარები, რომლებიც საჭიროა ჰიბრიდული შეხვედრის ორგანიზებისთვის. ამის არასწორად გაკეთების შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ მონაწილეები სრულად გაუცხოვდნენ.

გამოცდილმა ჰიბრიდულმა ფასილიტატორებმა მკაფიო პროტოკოლი ჩამოაყალიბეს ყველა მონაწილისთვის – ისინი თვალის კონტაქტს ამყარებენ არა მხოლოდ ოთახში მყოფ ადამიანებთან, არამედ კამერასთან.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგია და მისი სწავლება, რათა ვირტუალურ სივრცეში ადვილად მოხდეს მონაწილეების ჩართვა და კონკრეტულ კონტექსტში საჭირო გარემოს შექმნა (თუნდაც Zoom-ის ოთახების გამოყენება).  ვიდრე “მასპინძლები” ჰიბრიდულ ფორმატთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ უნარებს არ აიმაღლებენ, სჯობს სრულად ვირტუალური შეხვედრა ჩატარდეს.

იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ განვიცადეთ ბოლო 15 თვის განმავლობაში, სირცხვილი იქნებოდა, თუ არ გამოვიყენებდით შრომის, ცხოვრებისა და მათი ურთიერთდაკავშირების სიბრძნის ყველა მარგალიტს. მოდით გამოვიყენოთ ჩვენი ახალი პერსპექტივა დროსთან, ტექნოლოგიასთან და ერთიანობასთან მიმართებით, რათა გადავიაზროთ ჩვენი მუშაობის მეთოდიკა.

წყარო: HBR



Unspoken: Words of Silence and Noise – გამოფენა სუბ და კლუბური კულტურების შესახებ

ჭიდაობა ოლიმპიადაზე