in

როგორ უნდა აღადგინონ ლიდერებმა გუნდის თავდაჯერებულობა დიდი ცვლილებების შემდეგ

კორპორაციულ სამყაროში თანამშრომელთა შემცირების ტალღა ყოველთვის მძიმე ემოციურ გამოძახილს ტოვებს. Microsoft-მა გლობალური შტატის 2.1%-ით – 4800 ადამიანით შემცირების შესახებ განაცხადა. შედეგად, კომპანიაში დარჩენილ მეოთხედ მილიონზე მეტ თანამშრომელს შორის გაურკვევლობამ მკვეთრად იმატა. მენეჯმენტის ღია გზავნილმა, რომ რეორგანიზაციის პროცესი ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და სამომავლოდ მსგავსი ნაბიჯები ბიზნესის სხვა მიმართულებებშიც იგეგმება, გუნდებში მომავლის შიში კიდევ უფრო გააღრმავა.

გაურკვევლობა პირდაპირ აისახება პროდუქტიულობაზე. როდესაც ენერგია პროექტების განვითარების ნაცვლად შფოთვასა და უსასრულო ეჭვებს ხმარდება, წინსვლას ყოყმანი ანაცვლებს. მსგავს ვითარებაში ლიდერების მთავარი გამოწვევა გუნდში რწმენის დაბრუნება ხდება, რაც ყოველთვის თავად ხელმძღვანელის შინაგანი მდგომარეობით იწყება.

საკუთარი თავის მართვა პირველ რიგში

ლიდერობის პარადოქსი ის გახდება, რომ ბიუჯეტების, ბაზრებისა და სტრატეგიების მართვის პარალელურად ყველაზე რთული საკუთარი ემოციების კონტროლი აღმოჩნდება ხოლმე. ხელმძღვანელიც ჩვეულებრივი თანამშრომელია, რომელიც იმავე გაურკვევლობას აწყდება და შესაძლოა მისი პოზიციაც აღმოჩნდეს მომავალი ცვლილებების რისკის ქვეშ. ის, თუ როგორ რეაგირებს მმართველი ამ წნეხზე, მთელ გუნდზე ვრცელდება.

თუ ლიდერი პანიკას ჰყვება, ეს ემოციური ჯაჭვი მთელ გუნდს რიტმიდან აგდებს. სიმშვიდის შენარჩუნება კი თანამშრომლებსაც აძლევს წონასწორობის დაცვის საშუალებას. სიმშვიდე ემოციების ჩახშობას ან იმის მოჩვენებას არ ნიშნავს, თითქოს ყველაფერი იდეალურადაა. ეს თვითშემეცნება და იმის გააზრებაა, თუ რა სიგნალს გადასცემს მენეჯერი გარშემომყოფებს. საკუთარ ემოციებში გარკვევა, მათი გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში კოლეგებთან განხილვა ეხმარება ლიდერს, გუნდს მხოლოდ გააზრებული გზავნილები გაუზიაროს.

უსაფრთხო გაურკვევლობის შექმნა

შემცირებების შემდეგ ხელმძღვანელისთვის მარტივი იქნებოდა იმის თქმა, რომ რეორგანიზაცია დასრულდა და გუნდი ძველებურად აგრძელებს მუშაობას. თუმცა მსგავსი ცრუ დაპირებები გაუმართლებელია, რადგან სამომავლო გარანტიები არ არსებობს და ყველას უწევს ამ არაპროგნოზირებად რეალობასთან თანაცხოვრბა.

ადამიანის გონებას სიმყარე ურჩევნია, თუმცა როდესაც ეს შეუძლებელია, ლიდერმა თანამშრომლებს მკაფიო გზის არარსებობის პირობებშიც კი სიმშვიდის პოვნაში უნდა შეუწყოს ხელი. გაურკვევლობა, რომელსაც დაუცველობის შეგრძნება ახლავს, შიშს ბადებს, ხოლო გაურკვევლობა, რომელშიც უსაფრთხო გარემო იგრძნობა, ადამიანს შესაძლებლობებს უხსნის. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ისეთი ღია სივრცის შექმნას, სადაც წუხილის გაზიარება თავისუფლად შეიძლება, არსებული რისკები ღიად აღიარდება და სამომავლო პერსპექტივები ერთობლივად განიხილება.

ახალი იმპულსის დაბადება

შემცირებების შემდგომ ეტაპზე სამუშაო რიტმი ბუნებრივად ნელდება. ორგანიზაციული გადაწყობა დროს მოითხოვს, რის გამოც დროებით იკარგება სიცხადე, თუ რა მიმართულბით ნაწილდება პასუხისმგებლობები. ამას ემატება დაქვეითებული თავდაჯერებულობაც. ჩნდება შიში, რომ შესაძლოა შემდეგი შემცირება მათ შეეხოთ, რაც თანამშრომლებს შეცდომის დაშვების თავიდან ასარიდებლად ზედმეტ სიფრთხილესა და უკან დახევას აიძულებს.

ამ ჩიხიდან გამოსასვლელად აუცილებელია გუნდისთვის წარსული წარმატებების შეხსენება და იმის ჩვენება, რომ რთული ეტაპების გადალახვის გამოცდილება უკვე არსებობს. მცირე ნაბიჯების წახალისება, მიღწეული პროგრესის დაფასება და ლიდერის ურყევი ნდობა გუნდს ენერგიას უბრუნებს. ეს ნდობა მხოლოდ სიტყვებით კი არა, კონკრეტული ქმედებებით უნდა გამოიხატოს – ახალი გამოწვევების შეთავაზებით, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებითა და თანამშრომელთა შესაძლებლობების წარმოჩენით.

წყარო: Fastcompany

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან – კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

Tesla-ს რობოტაქსებს ღამით ცუდი ხილვადობა აქვს – ილონ მასკის გაფრთხილება