in

როგორ აყალიბებს ტექნოლოგია რეალობას?

გიფიქრიათ იმაზე, თუ რა როლს ასრულებს ტექნოლოგია რეალობის აღქმაში? თანაც ეს თითქმის უხილავად ხდება. იმისათვისაა შექმნილი, რომ სამყაროს რეალურ გამოცდილებად შენიღბვის გზით რეალობის შეგრძნება ჩამოგვიყალიბოს და ჩვენც ვტყუვდებით… ტექნოლოგიები ცვლის იმას, რასაც ვხედავთ და ვფიქრობთ, მაგრამ ეს პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს…

დღეს ალერგიული რეაქცია გვაქვს იმ იდეებზე, რომლებიც ჩვენგან განსხვავებულია. ვერც კი ვაანალიზებთ, რომ მსგავსი ტიპის მენტალური ალერგია გვივითარდება. სწორედ ამიტომ შექმნა დიზაინერმა ჯიაბაო ლიმ ჩაფხუტი, რომელიც ალერგიას წითელ ფერად აქცევს, სურდა არსებული რეალობა ხელოვნებით ჩვენთვის მეტად აშკარა გამხდარიყო… შესაბამისად, ჩაფხუტი ტარებისას წითელი ნივთების უფრო დიდად გამოჩენით ჰიპერმგრძნობელობის სიმულაციას ახდენს.

ორი რეჟიმიც აქვს — Nocebo და Placebo. პირველი მათგანი იმის მსგავსია, რაც სოციალურ მედიაში ხდება, როცა უყურებთ რაღაცას, რაც გაწუხებთ, მიდრეკილი ხართ იმ ადამიანებს მიეჯაჭვოთ, რომლებიც თქვენსავით ფიქრობენ, ცვლით მათთან შეტყობინებებსა თუ მიმებს და ასე კიდევ უფრო ბრაზდებით. აქ წითელი ფერი ფართოვდება და ჰიპერალერგიის სენსორული გამოცდილება იქმნება.

ხოლო მეორე რეჟიმი ალერგიისგან ხელოვნურ განკურნებას გვთავაზობს, მაგალითად თუ ციფრულ მედიაში წავაწყდებით ადამიანებს, რომლებიც ჩვენგან განსხვავებულად ფიქრობენ, გამოწერას გავაუქმებთ, წავშლით ან ისე მოვახერხებთ, რომ მეორედ მისი კონტენტი აღარ შეგვხვდეს. აქ კი უკვე, როცა წითელს ხედავთ, იგი იკუმშება. თუმცა საპირისპირო იდეების გამიზნულად დაიგნორება საზოგადოებას ჰიპერფრაგმენტულად აქცევს.

ეს ალგორითმებმაც მშვენივრად იცის და იმ კონტენტს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც ჩვენს მოსაზრებებს ადასტურებს, ასე ხდება დიზაინის შემთხვევაშიც და საბოლოოდ ყველაფერი რეკლამის გაყიდვის ადგილად იქცევა. დიახ, ეს სფერო მარკეტინგმა ძალიან კარგად აითვისა. და რას იტყოდით ვებ ბრაუზერის ისეთ დანამატზე, რომელიც ზუსტად იმის შემჩნევაში დაგეხმარებათ, რასაც ჩვეულებრივ უგულებელყოფთ? ჩაფხუტის მსგავსად, ისიც რეალობას რომ გვაჩვენებდეს, თუმცა ამჯერად პირდაპირ ციფრულ სამყაროში… 

მოკლედ რომ ვთქვათ, იმის გამოკვლევით, თუ როგორ ვურთიერთობთ ამ ტექნოლოგიებთან, ჩვენ შეგვიძლია ჩვევად ჩამოყალიბებულ რობოტულ ქცევასაც თავი ავარიდოთ და საერთო ენაც გამოვნახოთ. ტექნოლოგია არასდროსაა ნეიტრალური, იგი გვაწვდის კონტექსტს და აყალიბებს რეალობას, პრობლემის ნაწილიცაა და გამოსავლისაც…

დაფარე კომუნალური გადასახადები უცხოური ბარათით Pay.ge-ზე!

როგორ იქმნება ინოვაციური სათესლე მასალები? – ინტერვიუ Saatbau-ს წარმომადგენელთან