in ,

სუპერ სმარტფონი, რომელმაც ყველაფერს გაუძლო – LG-ის ექსპერიმენტი

LG-მ ახალი G6-ის გამოცდა ყველაზე რთული საშუალებით, რუბი გოლდბერგის მექანიზმის მანქანით გადაწყვიტა. სმარტფონი, რომელზეც ბრენდს ძალიან დიდი იმედები აქვს, საოცარი გამძლეობითა და გაუმჯობესებული ფუნქციებით გამოირჩევა. სწორედ ამას უსვამს ხაზს კომპანიის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც უკრაინელმა რეჟისორმა შექმნა. ძალიან საინტერესო სანახავია, როგორ უძლებს სმარტფონი ყველა დაბრკოლებას: წყალს, მტვერს, ნესტს, ვარდნას, ყინვას და მაღალ ტემპერატურასაც კი. გარდა ამისა, რგოლში ისიც არის დემონსტრირებული, რა ახალი ფუნქციები აქვს დამატებული G6-ს: ეკრანის ხარისხი, ენერგიის ხანგრძლივობა და მარტივად შევსების უნარი. ასეთი სირთულეებისა და ეფექტური რეკლამის შემდეგ, მომხმარებელს ნამდვილად აღარ შეეპარება ეჭვი სმარტფონის ხარისხში.

BOG
BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=njgqb5SpeGs

49 500 ვიზიტორი და ათეულობით ღონისძიება – პროექტმა „ახალი მზიური“ მიღწეული შედეგები წარადგინა

ორი დიდი ხელი, რომელიც ვენეციას იჭერს – ხელოვნების ფესტივალისთვის შექმნილი ექსპონატი