in

როგორ არ დავნებდეთ და გავაგრძელოთ მოძრაობა

pasha-statiebi
pasha-statiebi

რა მთავარ წინააღმდეგობას აწყდება მეწარმე? შიშის დაძლევას. საბრძოლო სულის შენარჩუნებას. ფარ-ხმალის არ დაყრას. ხართ თუ არა მეწარმე, ცხოვრება მუდმივ გამოცდებს გვიწყობს.

ჩვენი ცხოვრება ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის და გაკვეთილიც სწორედ ეს არის – შეგიძლია დაგეგმო, მაგრამ გეგმას ვერ დაეყრდნობი.

ზოგჯერ, გეგმის არ ქონა საუკეთესო გეგმაა. გიჟურმა იდეამ იმაზე შორს შეიძლება წაგიყვანოთ, ვიდრე წარმოიდგენდით.

ავიღოთ LeadersCreateLeaders-ის რესპოდენტის, სატია ტუენას მაგალითი. ნიუ იორკში რომ ჩამოვიდა, არც ფული ჰქონდა, არც სამსახური, არც სახლი და აზრადაც არ მოსდიოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა. ბევრისთვის ეს დაუსრულებელი კოშმარია. მაგრამ, მათთვის, ვისაც გამოწვევები უყვარს (დიდი იმედი მაქვს, რომ თუ მეწარმეობის გზას ადგახართ, გამოწვევებიც გიყვართ, რადგან ასეთი ბევრი შეგხვდებათ) – მისთვის ეს თავგადასავალია. დღეს ის ძალიან წარმატებული ახალგაზრდა მეწარმეა, რომელსაც ნიუ იორკში ერთადერთი ქუდის ფაბრიკა აქვს.  Wall Street Journal მასზე წერს და მისი დიზაინით შექმნილი ქუდები ამშვენებს ყველას, ოპრადან დაწყებული, აშერით დამთავრებული. სულაც არ ფიქრობდა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. უბრალოდ გააკეთა.

ყველაფერი იწყება ფიქრით

მთავარია, თქვენს ფიქრს არ მისცეთ გზის გამრუდების უფლება. მთავარია, იმდენად მოტივირებული იყოთ, რომ ვერაფერმა შეძლოს თქვენი შერყევა, განსაკუთრებით კი წარუმატებლობის პერსპექტივამ.

წარუმატებლობას ყველა ჩვენგანი ვაწყდებით. ხშირად შეიძლება გამოვიფიტოთ, თავში ყველაფერი აგვერიოს და ბევრ ისეთ ბარიერს გადავაწყდეთ, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ გაჩერების დროა. მაგრამ, თუ ერთი კუნთიც კი არსებობს, რაც მოძრაობას გაიძულებთ, მიუხედავად იმისა, ვინ ბრძანდებით და რას აკეთებთ, ეს ნამდვილად თქვენი გზაა.

თუ საკუთარი თავის არ გჯერათ, დაწყებასაც კი არ აქვს აზრი. შესაძლოა ბევრმა შეგაქოთ, მაგრამ სხვებისთვის არ ცხოვრობთ და, შესაბამისად, ეს ყალბი თავდაჯერებულობაა. თქვენი თავდაჯერებულობა საკუთარი თავის ნდობიდან უნდა იღებდეს სათავეს, თქვენი უნარიდან, მიყჰვეთ თქვენს გრძნობებს და საჭიროების შემთხვევაში გადახტომისთვისაც კი იყოთ მზად.

მათთვის, ვისაც ლეგენდარული ცხოვრება გვსურს ჩვეულებრივის ნაცვლად, მიზანი ერთია: დავრჩეთ ჩვენი ხედვის ერთგული, მაშინაც კი, თუ ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ არის განწყობილი.

სატია ამ ყველაფრის შესანიშნავი მაგალითია. მის დედას ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ეს მისთვის შემზარავი გამოცდილება იყო, რადგან, ამ დროს ჩვენ ვაანალიზებთ, თუ რამდენად ძვირფასია სიცოცხლე. ის არ უნდა დაიხარჯოს ისეთ შესაძლო მომავალ შედეგებზე ნერვიულობით, რომლებიც ჯერ არ დამდგარა და შეიძლება არც არასოდეს მოხდეს. მთავარიც ეს არის – ზოგჯერ ნერვიულობას მეტ დროს ვუთმობთ, ვიდრე თავად მოქმედებას. ამა კი არსად მივყავართ, არასწორი მიმართულებით. უბრალოდ, წყალს ნაყავთ.

თუ ნამდვილად გსურთ თქვენი ოცნებების ასრულება, ცურვა უნდა განაგრძოთ. წყლის ზედაპირზე ყოფნა მაშინაა ადვილი, როცა გადაწყვეტილებაზე მტკიცედ ვდგავართ. მაშინ კი, როცა არ ვართ დარწმუნებული ჩვენს ძალებში, საკუთარი თავის დასაბრუნებლად ეს რჩევები დაიმახსოვრეთ:

გააცნობიერეთ, რამდენად შორს წახვედით

ნიუ იორკში ვცხოვრობ. ეს ბევრისთვის საოცნებო ქალაქია. ვალდებული ვარ ყველა იმ ადამანის წინაშე, ვისაც კი უოცნებია აქ ცხოვრებაზე. ვალდებული ვარ ამ ქალაქში და ამ პლანეტაზე ჩემი კვალი დავტოვო. რას აკეთებთ, თუ საცსე ცხოვრებით არ ცხოვრობთ? პასუხს გაპოვნინებთ. გაიხსენეთ და გააცნობიერეთ, რას მიაღწიეთ. ეს თქვენი წინსვლის შთაგონება უნდა იყოს. სირთულეები ადრეც გადაგილახავთ და ახლაც შეძლებთ.

იყავით მადლიერი

წუწუნი ყველასთვის ჩვეულია. „რთულია“. „არ მინდა“. „დავიღალე“. სანამ თქვენს საჭიროებებს ვუსმენ და თქვენზე ვზრუნავ, ზოგჯერ უბრალოდ ერთი ფეხით უნდა გადააბიჯოთ ბარიერს და მადლობა თქვათ, რომ საერთოდ გაქვთ ფეხები. თავის გასამართლებელი ბევრი მიზეზი გვაქვს. დროის 90%-ზე მეტი შიშს ვუსმენთ – ხმას თქვენს თავში, რომელიც დანებებისკენ მოგვიწოდებს. ეს თქვენი ეგოა. მისი მიჩუმება თქვენი აღქმის შეცვლით ადვილად შეგიძლიათ. ჩამოთვალეთ ის, რისთვისაც მადლიერი ბრძანდებით. ჩამოწერეთ. ხმამაღლა წარმოთქვით. გადაუხადეთ ვინმეს მადლობა. დააფასეთ ის ყველაფერი, რაც გაქვთ და უკვე მზად ბრძანდებით, ბევრი სხვა რამ მიიღოთ. წუწუნს გააგრძელებთ და ერთ ადგილზე გაიჭედებით.

შეცვალეთ სცენარი

მსხვერპლად შესაძლოა ყველა ჩვენგანი იქცეს და ამ დროს შესვენება აუცილებელია. დაისვენეთ და აღდგებით. სპორტსმენებმა ეს კარგად იციან. თავს ძალას ვეღარ ატანთ, თქვენს კუნთებს აღსადგენად დრო სჭირდებათ. თქვენი გონება და ენერგიაც იგივეს მოითხოვს. დაისვენეთ. სადმე წადით. ბუნებაში გაისეირნეთ. თქვენს საყვარელ ადამიანებს ეწვიეთ. თუ დანებების პირას ხართ, ზოგჯერ ეს გადაღლილობის ბრალია. შეეშვით, რასაც აკეთებთ და იმას შეუდეგით, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ. საქმეს კი, ორ-სამ დღეში დაუბრუნდით. გპირდებით, მთლიანად შეგეცვლებათ აღქმა. გადაწყვეტილებასაც კი შეიძლება მიაგნოთ.

სწორად იფიქრეთ

ფიქრი ხშირად რეალიზდება. როგორც ფიქრობთ, სწორედ ისეთ გამოცდილებას მიიღებთ. ვგულისხმობ, რომ თუ ცუდს ელოდებით, აუცილებლად ცუდი მოხდება, რადგან საკუთარ თავს სწორედ ასეთ გარემოში აღიქვამთ. თუ ოპტიმისტურ განწყობას შეინარჩუნებთ, ნამდვილად გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა, თვითკმაყოფილება და ბედსაც მოიზიდავთ. ეგოს მოსარჯულებლად და საკუთარი თავის შეცოდების მდგომარეობიდან გამოსასვლელად დიდი დრო დაგჭირდებათ, მაგრამ ეს ამად ღირს, რადგან თუ ინსპირირებულად არ ფიქრობთ, არც ცხოვრება გექნებათ საინტერესო. და ვის სურს ეს? თქვენს შიდა დიალოგს სერიოზულად მიუდექით. შეხედეთ. შეცვალეთ.

გამოიხატეთ მოქმედებაში

მნიშვნელოვანია, აუცილებლად გააკეთოთ ის, რასაც ამბობთ, რომ აპირებთ. მაშინაც კი, თუ ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ არის მომართული. თქვენი სურვილისკენ მუმდივად თუ იმოძრავებთ, თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯებით, არ გეცოდინებათ, რა მოხდება, მაგრამ სამაგიეროდ, მუდამ გამარჯვებისთვის იქნებით განწყობილი. იქნება ეს თანამშრომლობის მოთხოვნის ელ-ფოსტის გაგზავნა, თუ, აი, იმ ინვესტორთან საუბარი (მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ამისგან არაფერი გამოვა), თუ თქვენი ნამუშევრის გამოქვეყნება – ეს ყველაფერი თქვენი ზრდისთვის, გამოცდილებისა და წარმატებისთვისაა კარგი. არ იცით, სად წაგიყვანთ ცხოვრება, ასე, რომ ნუ ელოდებით უარესს და საშუალება მიეცით მოხდეს ის, რაც უნდა მოხდეს.

საბრძოლო სულის შენარჩუნება რთული ტესტია. ის ბევრჯერ შეგხვდებათ ბიზნესშიც და პირად ცხოვრებაშიც. ალბათ, ისეთი დროც შეიძლება დადგეს, როცა ფარ-ხმალის დაყრა მოგიწევთ, მაგრამ გეცოდინებათ, რომ ეს სწორედ ის დროა, რადგან გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიგიღიათ. ფოკუსირდით. არ დაკარგოთ ინსპირაცია. გახსოვდეთ, სადამდე მოხვედით. იყავით მადლიერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. და ნახეთ, რა მოხდება.

წყარო: Entrepreneur

web-rubrikis-sponsori-150dpi-01



დის სავარძლიდან თეთრ სახლამდე – ერთი მეწარმის ისტორია

„კონსიერჟ თბილისის“ ინოვაციური მომსახურება, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ