ეს ის შემთხვევა არაა, როცა ბროლის ბურთი სურსათისა და სასმელების სექტორის მომავალში შეგახედებთ. მაგიის რა გითხრათ, აი, ტექნოლოგიისა და მონაცემების ძალა კი ნამდვილად გამოგადგებათ პროგნოზირებაში. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ანალიტიკა საშუალებას გვაძლევს ჩავუღრმავდეთ მომხმარებელთა სურვილებს და განვავითაროთ რისკების, შესაძლებლობების მრავალი სამომავლო სცენარი და მივაგნოთ საინტერესო ინსაითებს საკვებ თუ სხვა სფეროებში.
მონაცემების მოპოვება ახალი პერსპექტივების აღმოსაჩენად შეგვიძლია. ბაზრის მოთხოვნის პროგნოზირებით, მარკეტინგული კამპანიების შესაბამისი მომხმარებლების განსაზღვრა, ტენდენციების შესწავლა არის შესაძლებელი. არის სამი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ინდუსტრიის ევოლუციას 2023 წელს: არაპროგნოზირებად სამყაროში სახლი ხდება მთავარი ადგილსამყოფელი. ჩვენ მშფოთვარე დროში ვცხოვრობთ. დესტაბილიზაცია სულ უფრო ხშირი ხდება და ყველას გვიძლიერდება გრძნობა, რომ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო სწრაფად ცველბადია. ფინანსური კრიზისი გავლენას ახდენს ოჯახებზე მთელ ევროპაში, ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო მომჭირნედ მართავენ თავიანთ ფინანსებს.
ყველაფერთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისთან გამკლავებაც გვიწევს, რომელიც კოვიდმა დაგვიტოვა. ბევრი ჩვენგანი მიეჩვია სახლში უფრო მეტი დროის გატარებას, რადგან სწორედ იქ გრძნობს თავს დაცულად. იმისათვის, რომ ბრენდებმა განვითარება შეძლონ, ისინი უნდა იყვნენ იქ, სადაც მათი მომხმარებელია. ადამიანები სულ უფრო და უფრო ეძებენ ბედნიერ მომენტებს, რადგან მათ ძალიან სჭირდებათ სტრესისგან განთავისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან სოციალიზაციით, ასევე, ახალი ნივთების მოხმარების გამოცდილება. სწორედ ეს მოსწონთ ადამიანებს ბრენდებში და სწორედ ამას ეძებენ. როდესაც ღამით მომსახურება ნაკლებად არის ხელმისაწვდომი, შეხედეთ ამას, როგორც შესაძლებლობას. იქნებ, თქვენმა კომპანიამ და პროდუქტმა სწორედ ეს ნიშა უნდა დაიკავოს?
პროდუქტის პორტფოლიოს უნდა ჰქონდეს დანიშნულება
Deloitte-ის კვლევის თანახმად, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ბრიტანელ მომხმარებელთა 64%-მა შეზღუდა ერთჯერადი პლასტმასას მოხმარება. ეს ტენდენცია წინა წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. გამოკითხულთა 34%-მა თქვა, რომ შეწყვიტეს ბრენდების შეძენა მათზე ეთიკური ან მდგრადობასთან დაკავშირებული შეხედულებების გამო. ეს არის მკაფიო ნიშანი იმისა, რომ მომხმარებლები სულ უფრო მეტად აფასებენ ბრენდებს. შესაბამისად, მათგან ითხოვენ ეთიკურობას, პასუხისმგებლიანობას პოზიტიური ცვლილებების შთაგონებას, რაც შედეგად ლოიალობას გაზრდის.
ფასი გარდა, მომხმარებლები ბრენდებში ღირებულებას ეძებენ
ეს შეიძლება იყოს დაუვიწყარი გემო, გაზიანი სასმლის ბუშტულები, სიამოვნების ჟრუანტელი… ნებისმიერი რამ, რაც მომხმარებელს უფრო მეტის მიღებისკენ უბიძგებს. თუმცა, ეს არ კმარა. სამომავლოდ, ბრენდებისგან უფრო მეტი მოითხოვება, თანაც ყოველმხრივ. ადამიანებს მეტი სურთ, იქნება ეს უნიკალური გამოცდილების მაღაზია, ლიმიტირებული სერიის აუცილებლობა, თუ სარგებელი, რომელსაც სხვაგან უბრალოდ ვერ პოულობენ. ერთი ტენდენცია სულ უფრო აქტუალური ხდება – მომხმარებლები ეძებენ ჯანსაღ არჩევანს. სამომავლოდ, მომხმარებელთა ემოციებთან, მათ გემოვნებასთან და შოპინგის ჩვევებთან მჭიდროდ დაკავშირება სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. მყიფე სამყაროში დიდი ბრენდები პროგნოზირებადობასა და კომფორტს სთავაზობენ. რამდენიმე წლის შემდეგ, რომ ყველას შეგვეძლება ამ ორი მიმართულებით უფრო მეტის გაკეთება.
წყარო: campaignasia












