in

AI უბრალოდ ტექნოლოგია აღარ არის – როგორ ასწავლის GeoLab ქართულ ბიზნესებს მომავლის ინსტრუმენტებს

რამდენიმე წლის წინ რთულად წარმოსადგენი იყო, რომ თანამშრომელს პროგრამირების ცოდნის გარეშე საკუთარი სამუშაო პროცესისთვის ინსტრუმენტისა თუ აპლიკაციის შექმნა შეძლებოდა. დღეს კი AI ამ რეალობას ყოველდღიურ პრაქტიკად აქცევს. კომპანიებში იცვლება არა მხოლოდ ტექნოლოგიები, არამედ თავად მუშაობის კულტურაც. თანამშრომლებს უკვე შეუძლიათ თავიანთი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, პერსონალური ასისტენტი ყავდეთ, რომელსაც თავად შექმნიან და საკუთარ სამუშაო გამოცდილებას მაქსიმალურად მოარგებენ.

სწორედ ამ ცვლილებაზეა დაფუძნებული GeoLabის AI ვორქშოფებიც, რომლებიც ქართულ კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულად გამოყენებას ასწავლის. ტრენინგები უკვე ქართულ კომპანიებშიც ჩატარდა და ყოველი ახალი ვორქშოფის შემდეგ ინტერესიც იზრდება. მონაწილეობა 4 კომპანიის – Gepha, ალდაგის, Greenway-სა და Parvus ჯგუფის – 62-მა ზედა რგოლის მენეჯერმა მიიღო. 

ტრენინგები ორიენტირებულია რეალურ ბიზნესპროცესებზე და თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას, AI ყოველდღიური სამუშაოს ნაწილად მარტივად აქციონ.

AI-ის შემდეგ ბიზნესი სხვანაირად მუშაობს

ბიზნეს სამყაროში ხელოვნურმა ინტელექტმა ბევრი რამ რადიკალურად შეცვალა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი, შესაძლებლობების გათანაბრებაა. ის ინსტრუმენტები, რომლებიც წარსულში მხოლოდ რჩეულთათვის იყო ხელმისაწვდომი, დღეს ყველასთვის ღიაა.

თუ ადრე კონკრეტული პროგრამული გადაწყვეტის შექმნას დეველოპერული გუნდი, დრო და მნიშვნელოვანი რესურსი სჭირდებოდა, დღეს ბევრი ამოცანის შესრულება AI- დახმარებით თავად თანამშრომლებს შეუძლიათ.

თანამედროვე AI ინსტრუმენტები უკვე აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის დამუშავებაში, მარკეტინგში, მონაცემთა ანალიზში, ვიზუალური მასალების შექმნაში, მომხმარებელთან კომუნიკაციასა და შიდა ოპერაციების ოპტიმიზაციაში. განსაკუთრებით საინტერესო კი ის არის, რომ AI თანდათან ერთგვარპერსონალურ ასისტენტადიქცევაინსტრუმენტად, რომელიც თანამშრომელს ყოველდღიური რუტინული დავალებების შესრულებაში ეხმარება.

ამ პროცესთან ერთად სულ უფრო პოპულარული ხდება Vibe Coding-ის კონცეფციაცმიდგომა, რომლის ფარგლებშიც პროგრამული კოდის შექმნა ბუნებრივი ენით, პრომპტების საშუალებით ხდება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს პროგრამირების ცოდნის გარეშეც შეუძლია საკუთარი მიზნებისთვის საჭირო მცირე ინსტრუმენტის ან მინიაპლიკაციის შექმნა.

GeoLab-ის AI ვორქშოფის ავტორის, სანდრო ასათიანის თქმით, სწორედ ეს არის თანამედროვე სამუშაო კულტურის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება.

თუ ადრე კომპანიები თანამშრომლებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობდნენ, დღეს ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას, თავად შექმნას საკუთარი საჭიროებებისთვის მორგებული ინსტრუმენტები ან პატარა აპლიკაციები. სწორედ ამიტომ ხდება სულ უფრო პოპულარული Vibe Coding – პროგრამული კოდის შექმნა პრომპტების საშუალებით

როგორ გადაიქცა წიგნი GeoLab-ის ქართულ ბიზნესვორქშოფად

GeoLab-ის AI ვორქშოფებს საფუძვლად დაედო წიგნი – “The ART of Using Artificial Intelligence: A Non-Technical Guide to Creative Synthesis”, რომელიც სანდრო ასათიანმა ავსტრიელ პროფესორ კარლ შტოკერთან ერთად შექმნა.

წიგნის მთავარი იდეა ხელოვნური ინტელექტის არატექნიკური და პრაქტიკული გამოყენებააროგორ შეიძლება AI-ის ინტეგრირება ყოველდღიურ საქმიანობაში ისე, რომ ის რეალურად ამარტივებდეს პროცესებს და არა უბრალოდ ტექნოლოგიურ ტრენდად დარჩეს.

წიგნთან ერთად ავტორებმა უცხოეთშიც ჩაატარეს რამდენიმე პრაქტიკული ვორქშოფი, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სწავლობდნენ AI-ის ინტეგრირებას საკუთარ საქმიანობაში. სწორედ ამ გამოცდილებაზე, რეალურ ბიზნესქეისებსა და პრაქტიკულ დაკვირვებებზე დაყრდნობით შეიქმნა GeoLab-ის ქართულ ბიზნესებზე მორგებული პროგრამაც.

ვორქშოფების მთავარი მიზანი ტექნოლოგიის გაცნობა კი არა, კომპანიებისთვის იმის ჩვენებაა, თუ როგორ შეიძლება AI-ის გამოყენება ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.

რატომ არის GeoLab-ის ვორქშოფი განსხვავებული

GeoLab-ის პროგრამა მთლიანად პრაქტიკულ მიდგომაზეა აგებული. მონაწილეები AI ინსტრუმენტების გამოყენებას ტრენინგის პროცესშივე იწყებენ და მიღებულ ცოდნას საკუთარ სამუშაო პროცესებს არგებენ.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, თუმცა მთავარი აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ინსტრუმენტების გაცნობაზე, არამედ მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე.

პროგრამა მოიცავს:

  • პერსონალური AI ასისტენტების შექმნას 
  • კონტენტის გენერირებას
  • მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს
  • კომუნიკაციის ავტომატიზაციას
  • ვიზუალური კონტენტის შექმნას 
  • სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას 
  • Vibe Coding-ის გამოყენებით მცირე ინსტრუმენტებისა და აპლიკაციების შექმნას

GeoLab-ის დირექტორის, ლანა ლაბაძის თქმით, თანამედროვე AI ინსტრუმენტების ერთერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ტექნოლოგიებთან მუშაობა აღარ მოითხოვს პროგრამირების ცოდნას.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, მხოლოდ ბუნებრივი ენით საუბრით შექმნას მინიაპლიკაცია, რომელიც მის კონკრეტულ სამუშაო პროცესს მოერგება და გაამარტივებს

ვორქშოფის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არისთანამშრომლებმა შეძლონ საკუთარი სამუშაოსთვის საჭირო AI ინსტრუმენტებისა და პერსონალური ასისტენტების შექმნა, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას უფრო სწრაფს, მოქნილსა და ეფექტურს გახდის

AI ვერ ჩაანაცვლებს ადამიანსმაგრამ შეცვლის სამუშაო პროცესს

AI-ის შესაძლებლობებთან ერთად ხშირად ჩნდება შიშიც, რომ ტექნოლოგია ადამიანებს ჩაანაცვლებს. თუმცა მთავარი ცვლილება არა ადამიანების ჩანაცვლება, არამედ სამუშაო პროცესების ტრანსფორმაცია იქნება.

ერთერთი საკითხი, რომელსაც ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არის ის, რომ AI- დამოუკიდებლად მუშაობა არ შეუძლია და პროცესში ადამიანის როლი კვლავ ფუნდამენტური რჩება.

ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია თავად განსაზღვროს მიზანი, კონტექსტი ან საბოლოო ამოცანა. ადამიანი რჩება იმ მხარედ, რომელიც AI- მიმართულებას აძლევს, ამოწმებს შედეგს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.

არ უნდა შეგვეშინდეს იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს. უფრო რეალურია, რომ მომავალში უპირატესობას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც AI- ეფექტურად გამოიყენებს 

კომპანიები, რომლებიც AI- თანამშრომლების დონეზე დროულად დანერგავენ, გაცილებით სწრაფად შეძლებენ პროცესების ოპტიმიზაციასა და კონკურენტულ გარემოსთან ადაპტაციას. AI კი არ ჩანაცვლებს ადამიანებს, არამედ ის ადამიანები ჩანაცვლდებიან სხვა ადამიანების მიერ, რომლებიც AI-ის გამოყენებას დაიწყებენ.

რატომ ინტერესდებიან კომპანიები ამ მიმართულებით

ამ ეტაპზე GeoLab-ის AI ვორქშოფები უკვე 4 კომპანიაში ჩატარდა და პროგრამა 62-მა თანამშრომელმა გაიარა. ერთერთი პირველი კომპანია, რომელმაც ტრენინგი გაიარა, Gepha იყო.

ქართულ ბიზნესს ახალი ტექნოლოგიების მიმართ საკმაოდ მაღალი გახსნილობა აქვს. ქართველები უფრო სწრაფად ეგუებიან ცვლილებებს და AI-ის მიმართაც უფრო პრაქტიკული ინტერესით გამოირჩევიან, ვიდრე შიშით.

სწორედ ამიტომ იზრდება ბიზნესების ინტერესი ისეთი პროგრამების მიმართ, რომლებიც თანამშრომლებს არა მხოლოდ ტექნოლოგიის გაცნობაში, არამედ მის პრაქტიკულ გამოყენებაში ეხმარება

რას აუმჯობესებს AI ქართულ ბიზნესში?

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია კომპანიებისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი არ არის. თანამედროვე ბიზნესგარემოში AI ეტაპობრივად იქცევა ინსტრუმენტად, რომელიც სამუშაო პროცესების გამარტივებასა და ეფექტურობის ზრდას უზრუნველყოფს.

AI ქართულ ბიზნესში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ქმნის ცვლილებას:

  • თანამშრომლებს ათავისუფლებს რუტინული სამუშაოსგან და საშუალებას აძლევს, მეტი დრო დაუთმონ სტრატეგიულ და კრეატიულ ამოცანებს 
  • ამარტივებს ინფორმაციის დამუშავებასა და კომუნიკაციას 
  • აჩქარებს შიდა ოპერაციებს და ამცირებს დროის დანაკარგს 
  • თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას, თავად შექმნან საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ინსტრუმენტები, რათა გაიმარტივონ საქმე 
  • კომპანიაში თანამშრომელი ეტაპობრივად ხდება ერთგვარიმიკროპროგრამისტი“, რომელსაც პროცესების ოპტიმიზაცია პროგრამირების ცოდნის გარეშეც შეუძლია

სად შეუძლიათ კომპანიებს დამატებითი ინფორმაციის მიღება

GeoLab-ის AI ვორქშოფები იმ კომპანიებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც ინტერესდებიან სამუშაო პროცესების გამარტივებით, ოპტიმიზაციითა და ზოგადი ეფექტურობის გაზრდით. დამატებით, თანამშრომლების პროდუქტიულობის გაუმჯობესებითა და ხელოვნური ინტელექტის რეალური, პრაქტიკული ინტეგრაციით.

ვორქშოფები მონაწილეებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, რომლის საშუალებითაც ხელოვნური ინტელექტი მათ ხელში ხდება მოქნილი ინსტრუმენტი.

დაინტერესებულ კომპანიებს GeoLab-თან დაკავშირება შეუძლიათ:

[R]

ასობით წერილი კაპიტანს – საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა

სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია