in

როგორ ავარიდოთ თავი სხვებთან შედარებას? — 5 რჩევა

საკუთარი თავი რომ არავის უნდა შეადაროთ, ეს, ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ. თუმცა სამუშაო სივრცეში ეს ყველაზე მეტად უნდა გაითვალისწინოთ. როცა საკუთარი თავის სხვებთან შედარებას ვიწყებთ, ნეგატიურ საუბრებში ვერთვებით, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენსავე თავდაჯერებას, შესაბამისად, დროთა განმავლობაში პროფესიულ განვითარებას აფერხებს. უბრალოდ დაფიქრდით — თუ მხოლოდ იმაზე ვფოკუსირდებით, რასაც სხვები აღწევენ, სწრაფადვე დავკარგავთ ხედვას იმისა, თუ რა გვჭირდება რეალურად ჩვენი მიზნების მისაღწევად… ამიტომ, ამ ხაფანგში თქვენც რომ არ მოექცეთ, 5 მეთოდს გაგიზიარებთ:

1. ფოკუსირდით საკუთარ უნიკალურ გზაზე

ყველას მოგზაურობა უნიკალურია, თავისივე ძლიერი მხარეებითა და გამოწვვეებით. სხვებისთვის თავის შედარება კი, შესაძლოა, მოტივაციას გიზრდიდეთ, მაგრამ საბოლოოდ არაადეკვატურ შეგრძნებებამდე მიგიყვანთ. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სხვებს მეტად წარმატებულად ჩათვლით. ისიც გახსოვდეთ, რომ კონკურენტულ სამუშაო სივრცეებში ბევრი თანამშრომელია ამ გამოწვევის წინაშე… 

2. უპირატესობა მიანიჭეთ თანამშრომლობას და არა, კონკურენციას

Uncompete-ის წიგნის ავტორის თანახმად, ბევრი ადამიანი თვლის, რომ წარმატების მისაღწევად ყოველთვის უნდა ეჯიბრებოდნენ ვიღაცას და ყველა სცენარი წაგებასა და მოგებას ეხება, მაგრამ ასე არ არის, განსაკუთრებით სამუშაო სივრცეში, თანამშრომლობას ინოვაციებისა და განვითარებისკენ მივყავართ.

ამგვარად, დიდებული ხელმძღვანელები გუნდურ მუშაობას ანიჭებენ უპირატესობას და არა, კონკურენციას. შესაბამისად, მეტად პროდუქტიულ სამუშაო გარემოს ქმნიან, რომელშიც ყველა ბედნიერად გრძნობს თავს საერთო მიზნისთვის მუშაობით — რომ აღარ შეეჯიბროთ, რეალურად უნდა გწამდეთ თანამშრომლობის და შესაბამის ქმედებებსაც ახორციელებდეთ, რომ მხარი დაუჭიროთ სხვებს. ეს, ასევე, მოითხოვს სამუშაო სივრცესა და საზოგადოებაში სოციალურ შედარებებზე უარის თქმას, რწმენის განვითარებას, რომ ჩვენს კარიერულ პროგრესსა თუ მოგზაურობებში უნიკალურები ვართ.

3. აღარ იფიქროთ, რომ არ გაქვთ საკმარისი რესურსი რაღაცების გასაკეთებლად

დაფიქრდით, რეალურად არსებობს რესურსების სიმწირე თუ უბრალოდ თქვენ ფიქრობთ ასე? კოლეგებს იმიტომ ეჯიბრებით, რომ ამგვარი გარემოა შექმნილი თუ უბრალო ჩვევაა? არსებობს პროექტები ან შესაძლებლობები, რომლებშიც ვიღაც აუცილებლად უნდა ჩართოთ იმისათვის, რომ შეეჯიბროთ თუ ითანამშრომლოთ?! არსებული აზროვნების შეცვლა კი რთული შეიძლება იყოს, მაგრამ ზუსტად ესაა საჭირო მეტად მხარდამჭერი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შესაქმნელად. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი საკუთარი გამარჯვებების აღნიშვნა, რაც უნდა პატარა იყოს ის. ეს საშუალებას მოგცემთ, ფოკუსირდეთ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია — თქვენი პერსონალური ზრდა და პროგრესი.

4. ჩამოაყალიბეთ პოზიტიური აზროვნება

ლიდერებმა თანამშრომლებს მაგალითი უნდა მისცენ სხვების წარმატებების აღნიშვნისა და მომავალი შესაძლებლობებისადმი რწმენის შენარჩუნებით, ბედნიერების გამოხატვით სხვების წარმატების გამო და თანამშრომელთა დარწმუნებით, რომ მათ წინაშე მრავალი შესაძლებლობაა.

თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ ბუნებრივია ცოტათი ეჭვიანობა კოლეგის იმ დაწინაურების ან აღიარების გამო, რომლის მიღების იმედიც თავად გქონდათ. აქ კი მნიშვნელოვანია, ამ გრძნობას არ მისცეთ უფლება, მის მტრად გაქციოთ. ბევრად უკეთეს შედეგებს მიაღწევთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ სხვებს წარმატებას მიულოცავთ და საკუთარ კარიერულ მიზნებზე ფოკუსირდებით. 

5. არ შეეჯიბროთ და იბრწყინეთ სხვებთან ერთად

საკუთარი თავის სხვებთან შედარებას თავი რომ აარიდოთ, ენ ფრიდმანი და ამინატოუ სოუ Shine-ის თეორიას გვიზიარებენ — ეფუძნება იდეას, რომ ერთობლივი ინვესტიცია საზოგადოებაში გეუბნებათ, გშურდეთ თუ კონკურენცია გაუწიოთ, გკარნახობთ იმას, რომელიც უკეთესია თქვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში — მოკლედ რომ ვთქვათ, როცა ისინი ბრწყინავენ, თქვენც ბრწყინავთ.

ამგვარად, არ მისცეთ თავს უფლება, სხვებს შეედაროთ. უკვე ბევრჯერ კი გეტყოდნენ, მაგრამ ჩვენც შეგახსენებთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა აჯობოთ… 

Meta ინსტაგრამზე AI ექსპერიმენტს ატარებს

როგორ დავწეროთ სწორი ბრიფი ინფლუენსერისთვის