in

როგორ ავირიდოთ აბეზარი რეკლამის ყურება Youtube-ში? – Skip Ad-ს ალტერნატივა მოუძებნეს

Youtube-ში ვიდეოს ყურების დროს ხშირად გვაღიზიანებს მომაბეზრებელი რეკლამა, რომლის ყურებაც, სულ მცირე, 3 წამის განმავლობაში გვიწევს, მხოლოდ შემდეგ ჩნდება მხსნელი Skip Ad ღილაკი.

რეკლამის მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ კრეატორებს საფიქრალი გაუჩინა. ამიტომ, მათ Skip Ad-ს ალტერნატივა მოუნახეს.

სახალისო ვიდეორგოლში არჩევანის წინაშე გვაყენებენ: გამოვტოვოთ რეკლამა, თუ “დავტროლოთ” რეკლამის გმირები?!  თუკი რეკლამის ყურებისას იძულებულნი ვართ ბრაზილიური კომედიური შოუს The Noite–ს წამყვანს დანილოს ვუყუროთ, რომელიც მუდმივად ვიღაცას დასცინის, ახლა “ტროლ” ღილაკის საშუალებით მაყურებელმაც იყარა ჯავრი.

რეკლამის ალტერნატიულმა ღილაკმა გაამართლა. ის უკვე სამიზნე მაყურებლის 48%–მა გამოიყენა. ამასთან, The Noite ახალი სეზონიც საკმაოდ წარმატებულად დაიწყო.

 

მეთიუ მაკკონაჰი Lincoln Mkz-ს სარეკლამო სახე გახდა

თბილისის ბაზარზე „ბაიას ღვინო“ გამოჩნდა