in

კვლევა: როგორ აზარმაცებს AI ჩვენს ტვინს

Lenovo
Lenovo

GPS-მა ჩვენი ორიენტაციის უნარი დაასუსტა, საძიებო სისტემებმა – მეხსიერება. მეცნიერები ახლა ფიქრობენ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა, შესაძლოა, იგივე გავლენა მოახდინოს კრეატიულობაზე, კრიტიკულ აზროვნებასა და ყურადღების კონცენტრაციაზეც.

ხომ არ აზიანებს ეს ტვინს?

კვლევების ნაწილი აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ეყრდნობიან AI-ს, შეიძლება ნაკლებად კრეატიულნი გახდნენ, გაუუარესდეთ ყურადღების უნარი, მეხსიერება და კრიტიკული აზროვნება. მეცნიერები შიშობენ, რომ თუ აზროვნების პროცესს მთლიანად მანქანებს გადავაბარებთ, ტვინი ნაკლებად „ივარჯიშებს“.

AI გვაძლევს საშუალებას „პროცესი შედეგზე გავცვალოთ“. მაგალითად, გენერაციით დაწერილი ესე შეიძლება იმაზე უხარისხო ან უკეთესი იყოს, ვიდრე თავად დავწერდით, მაგრამ ადამიანი აღარ გადის იმ გონებრივ პროცესს, რომელიც სწავლასა და განვითარებაზეა აგებული.

ამ მომენტს მეცნიერები სპორტდარბაზს ადარებენ: „ეს იგივეა, თითქოს შტანგას შენ ნაცვლად რობოტი წევდეს, შენ ამით არაფერს იღებ”.

თუმცა ყველა სპეციალისტი პესიმისტურად არ არის განწყობილი. ზოგი აღნიშნავს, რომ AI თავისთავად ცუდი არ არის. თუ ის ტვინს რუტინული საქმეებისგან ათავისუფლებს და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრის საშუალებას აძლევს, ეს შეიძლება სასარგებლოც იყოს.

მითქმა-მოთქმაში გამოიყო მთავარი საფრთხეები

კრიტიკული აზროვნების დაკარგვა

კვლევებმა აჩვენა, რომ AI-ს ხშირ მომხმარებლებს კრიტიკული აზროვნების ტესტებში უფრო დაბალი შედეგები ჰქონდათ. ადამიანები ხშირად AI-ს უფრო ენდობიან, ვიდრე საკუთარ ინტუიციას, მაშინაც კი, როცა AI ცდება.

სპეციალისტები გვირჩევენ:

  • ჯერ თავად ვიფიქროთ საკითხზე;
  • შემდეგ გამოვიყენოთ AI ჩვენი იდეების გადასამოწმებლად ან გასაძლიერებლად;
  • AI არ უნდა ცვლიდეს აზროვნებას, არამედ უნდა ამოწმებდეს მას.

მეხსიერების შესუსტება

როგორც GPS-ის ხშირი გამოყენება ამცირებს სივრცით მეხსიერებას, ისე AI-მ შეიძლება ინფორმაციის დამახსოვრების უნარიც შეასუსტოს

კვლევების მიხედვით, ადამიანები ნაკლებად იმახსოვრებენ ინფორმაციას, როცა მას მარტივად იღებენ; სტუდენტები, რომლებიც ხშირად იყენებდნენ ChatGPT-ს, უფრო ხშირად უჩიოდნენ მეხსიერების პრობლემებს.

ექსპერტები გვირჩევენ:

  • ჩანაწერების გაკეთებას;
  • ხელით წერას;
  • ინფორმაციის გადამეორებას;
  • AI-ს გამოყენებას ტესტების, ბუკლეტის და სხვა მსგავსი პროდუქტების შესაქმნელად.

კრეატიულობის შემცირება

კვლევების მიხედვით, AI-ს დახმარებით შექმნილი იდეები ხშირად უფრო სტანდარტული და ნაკლებად ორიგინალურია. კრეატიულობა მაშინ ვითარდება, როცა ტვინი თვითონ ქმნის მოულოდნელ კავშირებს.

სპეციალისტების რეკომენდაცია ასეთია:

  • თავიდან საკუთარი იდეები თავად ჩამოწერეთ, თუნდაც ცუდი ან დაუმუშავებელი იყოს;
  • შემდეგ გამოიყენეთ AI იდეების გასაუმჯობესებლად.

ყურადღების პრობლემები

ტექნოლოგიები უკვე ამცირებენ კონცენტრაციის უნარს, ხოლო AI ამ პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს, ყველაფერი სწრაფად და მარტივად ხელმისაწვდომია.

ექსპერტები გვირჩევენ:

  • ზოგჯერ შეგნებულად ავირჩიოთ „ნელი გზა“;
  •  არ ვთხოვოთ AI-ს ყველაფრის შეჯამება;
  • რთულ ამოცანებზე თავად ვიფიქროთ;
  • მოვითმინოთ დისკომფორტი და თავად ვიმუშაოთ –  ეს ტვინის ვარჯიშია.

სპეციალისტები არ გვეუბნებიან, რომ AI-ს გამოყენება უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ მის გააზრებულ გამოყენებას გვთავაზობენ, რათა ტვინმა თავისი საქმე ისევ ისე აკეთოს, ვიდრე AI-ს გამოგონებამდე.

წყარო: BBC

Grand Café მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გასტრონომიული პლატფორმის, La Liste-ის რჩეული გახდა

„გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა