in

როგორ ჩავდოთ ინვესტიცია უძრავ ქონებაში?

უძრავ ქონებაში ინვესტირება სწორი სტრატეგიისა და პორტფოლიოს შესაბამისად მენეჯმენტის შემთხვევაში წარმატებულ ბიზნესად, ან გრძელვადიან შემოსავლის წყაროდ იქცევა. დღევანდელ მუდმივად ცვალებად გარემოში, უსაფრთხოებისა და დინამიკურად მზარდობის მაღალი მაჩვენებლით, უძრავი ქონებაში ინვესტირება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ნაბიჯია.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონება საფონდო ბირჟასთან, ან სხვა ცვალებად ინსტიტუციასთან ნაკლები კორელაციით გამოირჩევა, რითაც გონიერი ინვესტორები ბაზრის ვარდნისას გამოწვეულ რისკს თავიდან იცილებენ და პორტფოლიოში აქტივების დივერსიფიცირებას უწყობენ ხელს.

როგორ განვახორციელოთ ინვესტიცია უძრავ ქონებაში?

საინვესტიციო ბიუჯეტის ფორმირებამდე, აუცილებელია თავიდანვე განსაზღვრო ქონების ადგილმდებარეობა, ბაზრის პირობები, რომელშიც განთავსებული იქნება საკუთრება და სიღრმისეულად შეაფასო მისი საინვესტიციო მიმზიდველობა.

არსებობს რამდენიმე საინვესტიციო გრძელ, თუ მოკლევადიანი სტრატეგია, რომლითაც შეძლებთ წარმატებულ უძრავი ქონების ინვესტიციის განხორციელებას:

1. გასაქირავებელი უძრავი ქონება

უძრავი ქონებაში ინვესტირება გაქირავების მიზნით, შეგიძლიათ მოახდინოთ სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებაში, როგორიცაა აპარტამენტები, ბინები, კონდომიუმები, თუ კომერციული სივრცეები, რომელთა გაქირავებაც ფინანსური უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოტენციალს ეფუძნება.

საკუთარი ქონების დაბრუნებისა და გამოყენების მოქნილობით, გასაქირავებელი უძრავი ქონების შეძენა ისეთ უპირატესობებთანაა დაკავშირებული, როგორიც ფასების მერყეობასთან ნაკლები ბმა და კაპიტალის დინამიკურად ზრდაა.

გასაქირავებელი უძრავი ქონების შეძენისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ალტერნატივა, რომელიც სამომავლოდ ქონების მომგებიანობას განსაზღვრავს:

    • საკუთრების ავტონომიური, დამოუკიდებელი გაქირავება — ამ შემთხვევაში, აუცილებელია გქონდეს მზაობა დატვირთულობის, გაქირავების ტექნიკური საკითხების მართვის, რაც გასაქირავებელი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობას მნიშვნელოვნად განაპირობებს.
    • მენეჯმენტ კომპანიის მიერ გაქირავების უზრუნველყოფა გაქირავების, დატვირთულობისა და სხვა ლოჯისტიკური საკითხების გადაწყვეტა, თანამედროვე სტანდარტებით უკვე მედიატორი მენეჯმენტ კომპანიითაც ხდება, რაც ენერგიის დაზოგვასთან ერთად, ფინანსურ სარგებელთან ასოცირდება.

გასაქირავებელი ქონების ზემოხსენებული ორივე მახასიათებელი, ოპტიმალურია დროის ნებისმიერ პერიოდზე გათვლილ გაქირავებაზე.

2. შეიძინეთ REIT-ები (უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები)

REIT, იგივე უძრავი ქონების ფონდი უძრავ ქონებაში ინვესტირების ირიბი ფორმაა. REIT სხვადასხვა ტიპისა და კლასის უძრავ ქონებას ფლობს, რომელიც მიქირავებული აქვს სხვადასხვა  ბიზნესისთვის — უმეტესწილად, საუბარია კომერციულ უძრავ ქონებაზე, როგორიცაა საოფისე შენობები, საცალო ფართები, ბინები და სასტუმროები. 

უძრავი ქონების პირდაპირ ფლობასთან შედარებით, REIT-ში ინვესტირებას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია:

  • უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტების შემოსავლიანობა ისტორიულად აჭარბებს უძრავ ქონებაში პირდაპირი ინვესტიციით მიღებულ შემოსავლებს;
  • ტრასტში მონაწილეობით მიღებული შემოსავალი გაცილებით სტაბილურია;
  • REIT პასიური ინვესტიციაა, რომელიც არ საჭიროებს მუდმივ ჩარევას და აქტიურ მართვას ინვესტორის მხრიდან;
  • გაცილებით ლიკვიდურია, ვიდრე უძრავი ქონების პირდაპირი ფლობა.

3. House Flipping ე.წ ყიდვა-გარემონტება-გაყიდვა

ყიდვა-გარემონტება-გაყიდვის პროცესი ნაკლები ღირებულებით შეფასებულ უძრავ ქონებაში ინვესტირებით იწყება, რომელიც ამ ქონების განახლებას, რემონტსა და რაღაც დროის შემდგომ, უკვე მის კონტრასტულ ფასად გაყიდვას მოიცავს.

განსხვავებით ზედა ორი საინვესტიციო სტრატეგიისა, უძრავ ქონებაში ინვესტირების ეს მეთოდი საკუთრების შეფასების, მარკეტინგისა და რემონტისა, თუ სხვადასხვა ლოჯისტიკურ საკითხებში გამოცდილების მქონე ინვესტორებისთვისაა განკუთვნილი.

იმისთვის, რომ ქონება საინვესტიციოდ ტრანსფორმირდეს და შემდგომ კაპიტალი დააგროვოს მეტ რესურს, ენერგიასა და ჩართულობას მოითხოვს ინვესტორისგან.

ინდუსტრიის ექსპერტების მიხედვით, house flipping-ის მთავარ რისკფაქტორად მოიაზრება ის, რომ რაც უფრო მეტხანს ფლობთ ქონებას, მეტად სავარაუდოა, რომ უფრო ნაკლები თანხის გამომუშავებას შეძლებთ. შესაძლოა, იპოთეკას იხდიდეთ ან მთელი ამ დროის განმავლობაში დამატებითი შემოსავლის გარეშე იყოთ.

საბოლოოდ, უძრავი ქონებაში ინვესტირების  ერთ-ერთ მთავარ ბენეფიტად მისი მრავალპროფილურობა შეგვიძლია დავასახელოთ, რომელიც დროის სხვადასხვა პერიოდს, ინვესტორის მახასიათებლებსა და მიზნებს თავისუფლად ერგება.

ინვესტორებმა, რომლებიც უძრავი ქონებაში გონივრულად ინვესტირების სპექტრში მოხვედრას აპირებენ, პირველ რიგში უნდა განსაზღვრონ ყველა ის ვალდებულება, დროისა და ფინანსური მენეჯმენტის ფაქტორი, საინვესტიციო მიზანი და შედეგი, რომლითაც უძრავ ქონებაში ინვესტირებით ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.


რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

ავტორი: ქეთია ბელქანია

კომერციული ბანკების თანამშრომლები პროფესიული დამსახურებით დაჯილდოვდნენ

„სხვა უბანი” დიდ დიღომში – მულტიფუნქციური, მასშტაბური და „მწვანე” პროექტი ალფა სახლისგან