in ,

როგორ დააჩქარეს ფრანგმა მომხმარებლებმა KFC–ის ახალი რესტორნის გახსნა?! – ახალი მარკეტინგული მიდგომა

BOG
BOG

საფრანგეთში, სწარაფი კვების ყველაზე პოპულარულმა ქსელმა KFC–იმ ახალი რესტორნის გახსნას მეტი აზარტი შესძინა და სამზადისში საზოგადოებაც ჩართო. ახალი ობიექტის ფასადზე გამოფინეს ბანერი, რომელზეც გახსნამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა ეწერა. მოსახლეობას შესთავაზეს დააფიქსირონ თავისი სურვილი და მოლოდინი, მორიგი რესტორანის გახსნასთან დაკავშირებით.

BOG
BOG

რაც უფრო მეტი ჰეშთეგი დაფიქსირდებოდა სოციალურ ქსელში #ViteUnKFC წარწერით, მით უფრო მეტი ძალისხმევით მუშაობდნენ გახსნის პროცესის დასაჩქარებლად. შემოთავაზებამ ფრანგებს აზარტი გაუღვიძა და გაააქტიურა. გამოხმაურებების ზრდასთან ერთად, იცვლებოდა KFC-ის გახსნის თარიღიც. შედეგად, რესტორანი დაგეგმილზე 12 დღით ადრე გაიხსნა და ეს სწორედ რესტორნის მხარდამჭერების დამსახურებაა. 

 

 

KFC–იმ სოციალური დატვირთვა მისცა მარტივ პროცესს და მოლოდინი შეუქმნა საზოგადოებას. მიდგომამ გაამართლა, ამიტომაც ეს ტრადიციად დამკვიდრდება.

 

“ჩაერთე თამაშში!” – Booking.com–მა მოგზაურობას ახალი მნიშვნელობა შესძინა

როგორ დაუბრუნდა დისნეი წარმატებულ შემოქმედებით გზას? -HBR