in

როგორ დაეხმარება ციფრული ვალუტები მცირე ბიზნესებს?

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ბევრს საუბრობენ მცირე ბიზნესის ზრდისა და განვითარების საჭიროების შესახებ, აქ ციფრული ვალუტების გამოყენებას არ მოიაზრებენ. რეალურად კი ეს უკეთესი და კონკურენტუნარიანი გადასახადების ინფრასტრუქტურით სარგებლობის შანსი იქნებოდა… 

pasha-statiebi
pasha-statiebi

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარებამ შედეგად ახალი ტიპის ციფრული აქტივების განვითარება მოიტანა, როგორიცაა, მაგალითად, სტაბილკოინები და კრიპტოვალუტა. სწორედ ეს გვაძლევს ახალი გადახდის მეთოდების დანერგვის საშუალებას, რომელიც გაცილებით იაფიც ჯდება… კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, როგორიცაა ბიტკოინი ან ეთერიუმი, სტაბილკოინები ნაკლებად ცვალებადია, რადგან ის ისეთ ვალუტებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა, მაგალითად, აშშ დოლარი. საინტერესოა ისიც, რომ მათმა არსებობამ მთავრობებიც კი აიძულა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDCs) შესწავლის პროცესი დაეჩქარებინათ. ხოლო მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტები დეცენტრალიზებულ ქსელებს ეყრდნობა, CBDC საჯარო სექტორის ინფრასტრუქტურაზე მუშაობს და ცენტრალური ბანკის პირდაპირ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ეს ციფრულ ნაღდ ფულადაც კი შეიძლება ჩაითვალოს…

დიახ, აქ დიდი პოტენციალი გვაქვს — ციფრულ აქტივებსა და კრიპტოვალუტებს ახალი სერვისების მხარდაჭერა და ფინანსურ სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა შეუძლია. ექსპერტები როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, გადარიცხვების დროს იაფ გადასახადებზე საუბრობენ. ამან რეალურ დროში გადახდის პროცესიც უნდა გააუმჯობესოს და გამოსადეგი ესქრო ანგარიშებისთვისაც უნდა იყოს… 

თუმცა აქვე, ფედერალური სარეზერვო საბჭო კონფიდენციალურობის, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური სტაბილურობის რისკებზე წუხს… მართალია, ამის იგნორირება შეუძლებელია, მაგრამ იმის აუცილებლობასაც ვხედავთ, რომ ძვირი, მოძველებული და ნელი გადახდის სისტემა უნდა გაუმჯობესდეს. ამ სტატიაში კი მცირე და საშუალო ბიზნესზე მის პოტენციურ ზემოქმედებას განვიხილავთ, რაც ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.

მცირე ბიზნესებში რესტორნები, ქიმწმენდები ან თუნდაც, სანტექნიკების მომსახურება შეგვიძლია მოვიაზროთ, რომელთაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ისინი მომხმარებლამდე მისასვლელად ისეთ ციფრულ პლატფორმებსაც იყენებენ, როგორიცაა Shopify და Amazon. ალბათ, თქვენც დარწმუნდით, რომ ამას პანდემიის პერიოდში მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა… 

მცირე ბიზნესის ფინანსური სისუსტე

მცირე ბიზნესების უმეტესობა ნაღდ ფულზე მუშაობს და საბრუნავი კაპიტალი მხოლოდ ნახევარი თვისთვის აქვს, რაც მათ ეკონომიკური რყევების მიმართ დაუცველს ხდის. ამისთვის მრავალი მიზეზიც არსებობს, მათ შორისაა დიდ ბიზნესებთან შედარებით, კრედიტებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა და ფინანსური ვარიანტები.

აქ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი გადახდების დაყოვნებაა. მაგალითად, კომპანიები Walmart და Procter & Gamble მომწოდებლებს იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით პრაქტიკას სთავაზობენ, რაც გადახდის დაყოვნებას 30-120 დღემდე გულისხმობს. მსგავსად, მათი კაპიტალის საჭიროებები იზრდება და შესაძლო ფულადი რისკებიც მცირდება. თუმცა კვლევით დასტურდება, რომ მცირე ბიზნესების 70%, რომლებიც ანალოგიურ ინვოისებს ეყრდნობიან,  ფინანსურ პრობლემებს სწორედ გადახდის დაყოვნებას უკავშირებენ…

კრედიტებზე ნაკლები წვდომა კი დაგვიანებულ გადახდებთან ერთად მათთვის ჯანსაღი ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას ართულებს, ეკონომიკური ცვლილებების მიმართ მათ ნაკლებ მოქნილს ხდის და ამასთან, ინვესტიციების განხორციელების უნარსაც უზღუდავს. გადასახადებში ინოვაციური მეთოდების დამკვიდრებითა და კონკურენციაში ჩართვით კი, შესაძლოა, მათ განვითარების მეტი შანსი მიეცეთ.

რამდენად აზიანებს მცირე ბიზნესს ნელი და ძვირადღირებული გადასახადები?

დღეს თანხის გადახდისას უფრო მეტად საკრედიტო ბარათებს იყენებენ. მსგავსად, მომხმარებლები კონკრეტული თანხით ბიზნესებს საკომისიოების გადახდაშიც ეხმარებიან, რაც ხშირად ტრანზაქციის ღირებულების 3%-ს აღემატება. ონლაინ შესყიდვის დროს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. გარდა ამისა, შესაძლოა, თანხის რეალურად მიღებას რამდენიმე დღეც დასჭირდეს, რაც მცირე ბიზნესისთვის საბრუნავი კაპიტალის არსებობის საჭიროებებს ზრდის.

ამასთან ერთად, თუ დაბალ მარჟას, შეზღუდულ ფულად სახსრებსა და ძვირადღირებული დაფინანსების ღირებულებებს გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ მცირე ბიზნესი აშკარად არასახარბიელო მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ დიდ კომპანიებს, როგორიცაა Costco, შეუძლია ციფრული გადახდების მიღებისას უფრო დაბალ საფასურზე შეთანხმდნენ, ამის შანსი მცირე ბიზნესებს არ აქვს… მათ საკომისიოების ნაწილის დაფარვა მომხმარებლისთვის თანხის გაზრდით შეუძლიათ, რითაც, ბუნებრივია, მსხვილ ბიზნესებთან კონკურენციის გაწევას ვერ ახერხებენ. 

საერთაშორისო გადახდების დროს კი სიტუაცია ბევრად უფრო რთულია, აქ საკომისიოები არაპროგნოზირებადია და დროც ბევრად მეტი სჭირდება… გადახდის ჯაჭვის სისუსტე მცირე ბიზნესებს თაღლითობის სამიზნედაც აქცევს, რაც ხარჯებზეც აისახება.

როგორ დაეხმარება მცირე ბიზნესებს ბლოკჩეინი?

არსებული სიტუაციის შესაცვლელად, უფრო ღია და კონკურენტუნარიანი გადახდის სისტემის დანერგვაა საჭირო. ამისთვის კი საჯარო სექტორის კერძო სექტორთან გაერთიანება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მათ იმ ტექნიკური პროგრესით შეუძლიათ ისარგებლონ, რომელიც ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სივრცეში ხდება, რითაც, შედეგად, დაბალფასიან გადასახადებსაც მიიღებენ. 

დიახ, ღია გადასახადების სისტემა მათ კონკურენციაში ჩართვის შანსს მისცემს, საკომისიოებს შეამცირებს და ციფრულ სერვისებს მათთვის მეტად ხელმისაწვდომს გახდის. თანხის მიღება უკვე ნებისმიერი მომხმარებლისგანაც შეეძლებათ და ფინანსური რესურსების პირდაპირ ბლოკჩეინ ტექნოლოგიით გადარიცხვით, შუამავლების რაოდენობასაც შეამცირებენ… ხოლო თუ ამას რეალურად მოახერხებენ, ისინი შედეგად, არა მარტო შემცირებულ ხარჯებს, არამედ კონკრეტულ რესურსებზე ხელმისაწვდომობას მიიღებენ, რაც მათ ნეგატიური ეკონომიკური ცვლილებების მიმართ მეტად მოქნილსაც გახდის.

წყარო: HBR



დღეს, 27 მაისს თბილისს გერმანული ტექნო სცენის ლეგენდა Boris Brejcha ეწვევა

რა არის Power BI და რაში ეხმარება იგი ბიზნესს?