სულ ცოტა ხნის წინ ქართული ავტომომსახურების ასპარეზზე ახალი ადგილობრივი კომპანია „ვინტო“ გამოჩნდა, რომლის შესახებაც ყველამ სახალისო სარეკლამო რგოლით შევიტყვეთ.
„ვინტოს“ კიდევ უფრო ახლოს გასაცნობად, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს — ნიკა ხოდელს და მარკეტინგული სააგენტო „ჯინჯერსის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ — ქეთევან ფირცხალაიშვილს გავესაუბრეთ.
ნიკა, მოგვიყევით, როგორ გაჩნდა „ვინტოს“ შექმნის იდეა?
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვისოლ ჯგუფი, ქართული ავტომომსახურების ბაზრის მოთხოვნას საერთაშორისო ბრენდების „ვიანორისა“ და „ჯი-ენერჯის“ მეშვეობით აკმაყოფილებდა. ამ დროის განმავლობაში სფეროს ექსპერტიზის მაღალ დონეს მივაღწიეთ, რამაც მოგვცა საშუალება, ზრდასა და განვითარებაზე გვეფიქრა. ახალ კონცეფციაზე მუშაობა რომ დავიწყეთ, პანდემიაც დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ბაზარზე არსებული სიტუაცია და ჩვენც ახალ რეალობასთან ადაპტირების რეჟიმზე გადავეწყეთ. მომხმარებლების საჭიროებების შესწავლის უწყვეტმა პროცესმა ახალი პრიორიტეტები გამოკვეთა და სწორედ მათზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ, ჩვენი ახალი ბრენდი ქართული ავთენტური კომპანია ყოფილიყო, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას და ქართულ რეალობას შორის იდეალურ სინთეზს აღმოაჩენდა. ასე შეიქმნა „ვინტო“, როგორც „ავტომობილების სწრაფი კვების“ ქსელი.
ვინტო ვისოლ ჯგუფის ობიექტების განუყოფელი ნაწილი გახდება და ასევე, წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი სერვისცენტრების სახითაც. ამგვარად ჩვენი სლოგანის შესაბამისად, „ავტოსერვისი ვინტო — შენთან ახლოს!“ — შევინარჩუნებთ მაქსიმალურ სიახლოვეს მომხმარებლებთან ყველა შესაძლო პარამეტრით, იქნება ეს მდებარეობა, ფასი, ხარისხი, ასორტიმენტი თუ სხვა.
რას ნიშნავს „ვინტო“?
როდესაც ბრენდის დასახელებაზე ვმსჯელობდით, გვინდოდა, რომ ეს აბსტრაქტული, მოკლე, პოზიტიური, სხარტი სიტყვა ყოფილიყო, რომელიც ჟღერადობით სხვას არაფერს ჰგავს. იდეების გენერირების, კვლევისა და ტესტირების შემდეგ კი შევჯერდით „ვინტოზე“. რადგანაც მოცემულ სიტყვას თავისთავადი მნიშვნელობა არ გააჩნია, ჩვენი მიზანია რომ ის მომხმარებლებს მხოლოდ ჩვენს ბრენდს ახსენებდეს და დროთა განმავლობაში იქცეს სწრაფი, კომფორტული და ხარისხიანი ავტომომსახურების სინონიმად.
ვინტოს ლოგოსა და ვიზუალურ სტილზე გვიამბეთ, ვინ იმუშავა დიზაინზე და რა მნიშვნელობას ატარებს გამოყენებული ელემენტები?
ვინტოს ბრენდინგზე იმუშავა ჩვენმა დიდი ხნის მეგობარმა მარკეტინგულმა სააგენტო „ჯინჯერსმა“. მთავარმა დიზაინერმა ლოგოსა და ვიზუალური სტილის რამდენიმე ვერსია შემოგვთავაზა, რომლებიც სრული სიმეტრიით ბრენდის პროფესიონალიზმსა და ურყევ პრინციპებს უსვამდნენ ხაზს. საბოლოოდ შერჩეული ვარიანტი კი საბურავის პროტექტორის და ზოგადად მიმართულების მანიშნებელი სიმბოლოს ინსპირაციით შეიქმნა. რაც მუდმივ წინსვლასთან, მოძრაობასთან, განვითარებასა და სისწრაფესთან ასოცირდება. ავტორისეული ხედვით, ეს კონსტრუქცია ავტომობილების სარემონტო ყუთების იზომეტრიულ ხედში დანახულ ფრაგმენტს წარმოადგენს. ამიტომაც, სფეროსთვის საკმაოდ ორგანული, ნიშური და მარტივად დასამახსოვრებელია.
რაც შეეხება ფერთა გამას, მის შერჩევაზე დიდი ზეგავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ ვინტო ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანიაა. ჩვენს ვიზუალურ სტილში ჭარბობს ჰოლდინგისთვის სახასიათო სტაფილოსფერი. ეს ტონი ავტოსფეროში ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული საცხებ-საპოხი მასალების ფერთანაც. ზოგადად კი, პოზიტივისა და კომფორტის გამომხატველია.
საბოლოო ჯამში, ვინტოს ღირებულებებისა და ყველა მნიშვნელოვანი ელემენტის სინთეზით შესანიშნავი შედეგი მივიღეთ.
რა გამოარჩევს „ვინტოს“ ბაზარზე არსებული სხვა ავტომომსახურების ბრენდებისგან?
ვინტო თანამედროვე, დინამიკური ბრენდია, რომელიც 20-30 წუთის ინტერვალში შესრულებად სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს. სწრაფი და კომფორტული მომსახურების გაწევა ჩვენი მთავარი უპირატესობაა. გარდა ამისა, პროდუქტების მუდმივად მზარდ ასორტიმენტს ვთავაზობთ ყველა ავტომფლობელს, მათთვის საინტერესო ნებისმიერ საფასო კატეგორიაში — იქნება ეს ეკონომიური გადაწყვეტილბები თუ პრემიუმ შეთავაზებები.
მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ ვინტოსა და ვისოლ ჯგუფს საერთო ლოიალობის სისტემაც აერთიანებთ. მისი დამსახურებით, ავტომფლობელები ყველა მნიშვნელოვან სერვისს ერთ სივრცეში მიიღებენ და ყოველ შენაძენზე არა მხოლოდ ფასდაკლებას მიიღებენ, არამედ ქულებსაც დააგროვებენ, რომელთა გადაცვლაც ვისოლ ჯგუფის ნებისმიერ ობიექტში იქნება შესაძლებელი. ლოიალობის პროგრამებში გაწევრიანება სრულიად უფასოა, სანაცვლოდ კი კომფორტისა და ეკონომიის სრულიად ახალ გამოცდილებას შეიძენთ.
წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ უახლოეს ვინტოში მიიღოთ სერვისი ან პროდუქტი, ვისოლის სადგურზე ჩაასხათ საწვავი და თითოეულ ტრანზაქციაზე დაგროვილი ქულებით სმარტის მაღაზიებში სურსათი შეიძინოთ. ნამდვილად მოსახერხებლად ჟღერს, ხომ?
რას გულისხმობს „ვინტოს“ კონცეფცია „სწრაფი კვება მანქანებისთვის“?
როგორც უკვე ვახსენე, ეს კონცეფცია სწრაფი სერვისების მარტივად და კომფორტულად მიწოდებას გულისმხობს. ვინტოში მოსული მომხმარებელი 20-30 წუთის ინტერვალში შეძლებს მოაგვაროს ავტოუსიამოვნებები, ამ დროის მანძილზე კი მოსაცდელ ზონაში მოკალათდეს, მიირთვას ყავა და ისარგებლოს უფასო Wi-Fi-ით. სწრაფი კვების ობიექტების მსგავსად, პროცესი ჩვენთანაც სრულიად შეუმჩნევლად, მინიმალურ დროში სრულდება.
რას უნდა ველოდეთ „ვინტოსგან“ მომავალში?
ვინტო განაგრძობს ზრდას რეგიონებში და შემოგთავაზებთ არაერთ ექსკლუზიურ პარტნიორობას ავტოპროდუქტების მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან. სიახლეები რომ არ გამოგრჩეთ, აუცილებლად გვადევნეთ თვალი ციფრულ არხებსა და სოციალურ მედიაში.
რადგან ვინტოს ბრენდინგზე იმუშავა მარკეტინგულმა სააგენტო „ჯინჯერსმა“, მოდით მათი მხრიდანაც დავინახოთ ახალი ქართული ბრენდი.
ქეთევან, როგორია „ჯინჯერსის“ თვალით დანახული „ვინტო“?
ვინტო არის თანამედროვე, „გიჟური ტემპის“ რეალობაში მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ბრენდი. ახალგაზრდა, ენერგიული და ავტოინდუსტრიის განვითრებაზე ორიენტირებული.
ვინტო ისეთი ქართული ბრენდია, რომელიც იყენებს საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებას, მაგრამ მათზე უკეთ იცნობს ადგილობრივი ბაზრის გამოწვევებს და ბევრად მოქნილია კლიენტებთან კომუნიკაციაში, პროცესების მართვაში და რაც მთავარია, ავტომფლობელებისთვის ცხოვრების გამარტივებაში.
ამასთანავე, როგორც ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანია, ვინტო არის ფინანსურად სტაბილური და ძლიერი, სანდო ბრენდი, როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ კლიენტებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
„ვინტოს“ ბრენდინგზე მუშაობის პროცესში რა გამოწვევებს შეეჩეხეთ?
ჯინჯერსი მრავალი წლის მანძილზე იყო ვისოლ ავტო ექსპრესის სანდო და ერთგული პარტნიორი. ამიტომაც, როდესაც ვისოლმა ავტომომსახურების მიმართულებით ახალი ბრენდის შექმნა გადაწყვიტა, ჩვენ ზუსტად ვიცოდით რა იყო ამისთვის საჭირო. გავაანალიზეთ არსებული გამოწვევები, შევისწავლეთ ბაზარი, შევქმენით სახელისა და ვიზუალური სტილის ვერსიები, კვლევის პროცესის შედეგად მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილებები და მოვედით საზოგადოებისთვის ვინტოს ოფიციალურ წარდგენამდე.
მნიშვნელოვანია, რომ ამ მასშტაბის პროექტი მინიმალური ადამიანური და ფინანსური რესურსით, წინასწარ გაწერილ დროში სრულყოფილად შევძელით და ვინტო შეემატა ჩვენი საამაყო პროექტების სიას.
„ჯინჯერსისა“ და „ვინტოსგან“ რა კოლაბორაციულ სიახლეებს უნდა ველოდოთ მომავალში?
რადგან ეს ვინტოს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, აქტიურად ვითანამშრომლებთ ბრენდთან უახლოესი წლების განმვალობაში, რათა მომხმარებლებთან გრძელვადიანი და სახალისო კომუნიკაცია ჩამოვაყალიბოთ. სხვადასხვა მეთოდით გაგაცნობთ ვინტოს ღირებულებებსა და ყველა მნიშვნელოვან დეტალს, პარალელურად კი განვაგრძობთ იმ ჩანაფიქრის აღსრულებას, რაც პროექტის დასაწყისშივე დავისახეთ მიზნად.
ავტორი: ნინო დიდებაშვილი
[პარტნიორის კონტენტი]