in

როგორ დავადეპოზიტო და გავიტანო თანხა კრიპტო ბირჟიდან სწრაფად და მომგებიანად ნებისმიერ დროს?

როგორ შეიძლება ანგარიშზე თანხის შეტანა & გატანა?

კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას მნიშვნელოვანია სისწრაფე და ნაკლები გადასახადები. შესაბამისად, ყველა მომხმარებლისთვის საინტერესო საკითხია, თუ როგორ შეიძლება ანგარიშზე თანხის შეტანა & გატანა მომენტალურად და თანაც, რაც შეიძლება ნაკლები საკომისიოების გადახდით.

თუ ეს საკითხი შენც გაინტერესეს, მაშინ ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ შეძლებ საკუთარ კრიპტალის ანგარიშზე აქტივების შეტანა & გატანას საბანკო გადარიცხვისა (Wire Transfer) და Visa/Mastercard ბარათების გამოყენებით, რა პლუსები აქვს თითოეულ მეთოდს, რა საკომისიოები ახლავს თან და რომელია შენზე მორგებული გზა. 

თანხის შეტანა & გატანა საბანკო გადარიცხვით (Wire Transfer)

შენი კრიპტალის ბალანსის შევსებისთვის ან თანხის გატანისთვის ერთ-ერთი გზა საბანკო გადარიცხვის, ანუ Wire Transfer-ის გამოყენებაა. 

საბანკო გადარიცხვის გამოყენებით, კრიპტალზე ხელმისაწვდომია TBC Bank-ისა და Bank of Georgia-ს სერვისი.

რა პლუსები აქვს საბანკო გადარიცხვას?

  • ბალანსის შევსება საკომისიოების გარეშე

თუკი კრიპტალის ანგარიშზე თანხის შეტანას საბანკო გადარიცხვით გადაწყვეტ, არანაირი საკომისიოს გადახდა არ მოგიწევს, შენ მიერ შეტანილი თანხა სრულად დაჯდება ბალანსზე ყოველგვარი ზედმეტი გადასახადის გარეშე. 

ეს ეხება როგორც ლარში, ასევე აშშ დოლარსა და ევროში განხორციელებულ დეპოზიტებს.

  • ულიმიტო რაოდენობის დეპოზიტი

Wire Transfer-ის გამოყენების კიდევ ერთი გამორჩეული პლუსი არის ის, რომ ამ მეთოდით განხორციელებული დეპოზიტები სრულიად ულიმიტოა. არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის თანხა შეგაქვს ანგარიშზე — ერთი ლარი თუ მილიონი. 

ანგარიშიდან თანხის გატანა კი ოდნავ განსხვავებულია. სასურველ ბანკში საბანკო გადარიცხვის გამოყენებით მინიმალური გატანა 100 ერთეულს შეადგენს, როგორც ლარში, ისე დოლარსა და ევროში.  

  • სისწრაფე

საბანკო გადარიცხვით განხორციელებული შენატანები და გატანები სამუშაო დროებში სწრაფად, რამდენიმე წუთში აისახება, როგორც შენი კრიპტალის, ისე საბანკო ანგარიშზე.

რა მინუსები აქვს საბანკო გადარიცხვას?

  • სამუშაო საათები (შაბათ-კვირა, დღესასწაულები და დასვენებები)

გაითვალისწინე, თუ საბანკო გადარიცხვის გამოყენებას გადაწყვეტ თანხის შეტანა & გატანისთვის, ბანკის სამუშაო დროს უნდა მოერგო. 

შენი დადეპოზიტებული ან გატანილი თანხა შეიძლება გარკვეული დროით დაყოვნდეს, როგორც არასამუშაო საათების, ასევე შაბათ-კვირისა და დღესასწაულების განმავლობაში. 

თანხის შეტანა & გატანა Visa/Mastercard ბარათების გამოყენებით

კრიპტალზე აქტივების შეტანისა და გატანის კიდევ ერთი საშუალება საბანკო ბარათების გამოყენებაა, რა დროსაც მომხმარებელს საქართველოში წამყვანი ბანკების, TBC-სა და Bank of Georgia-ს ნებისმიერ Visa/Mastercard ბარათებზე აქვს წვდომა. 

რა პლუსები აქვს Visa/Mastercard-ს?

  • მომენტალური ასახვა

კრიპტოს ყიდვა & გაყიდვა დროში შეზღუდული საქმიანობა არ არის და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება დაგჭირდეს რომელიმე აქტივის შესაძენად ბალანსის შევსება ან სულაც კრიპტალიდან თანხის განაღდება. 

Visa/Mastercard-ის პლუსიც სწორედ ეს არის, შენი თანხა, როგორც დეპოზიტი, ასევე გატანა, მომენტალურად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ისახება. არ აქვს მნიშვნელობა, დილის ექვსი საათია, შაბათ-კვირა თუ რომელიმე დღესასწაული. 

რა მინუსები აქვს Visa/Mastercard-ს?

  • საკომისიოები

საბანკო გადარიცხვისაგან განსხვავებით, თანხის შეტანა & გატანას Visa/Mastercard-ის დახმარებით დამატებითი საკომისიოები ახლავს თან. 

კრიპტალზე ბალანსის შევსება, როგორც TBC, ასევე საქართველოს ბანკის გამოყენებით ექვემდებარება 3%-იან საბანკო საკომისიოს, ხოლო განაღდების შემთხვევაში ეს გადასახადი ფიქსირებული — 1.2 ლარია. 

  • ლიმიტები

საბანკო ბარათების გამოყენებით შემოტანილი ან გატანილი თანხა გარკვეულ ლიმიტებს ექვემდებარება. მაგალითად, როგორც TBC-ის, ასევე საქართველოს ბანკის მეშვეობით გატანილი თანხის ყოველთვიური ლიმიტი 30 000 ლარს შეადგენს. დეპოზიტის შემთხვევაში კი ეს თანხა 50 000 ლარია. 

რომელია თანხის შეტანა & გატანის შენზე მორგებული გზა?

თუკი გინდა შეარჩიო და გაიგო, რომელია თანხის შეტანა & გატანის შენზე მაქსიმალურად მორგებული გზა, გეტყვით, რომ თუ სისწრაფეზე აკეთებ აქცენტს და გინდა შენი აქტივები რამდენიმე წამში შეიტანო კრიპტალის ანგარიშზე ან გაანაღდო, მაშინ რეკომენდებული Visa/Mastercard ბარათების გამოყენებაა.

ხოლო თუ შენთვის მნიშვნელოვანი საკომისიოების არ არსებობა და ულიმიტო რაოდენობის თანხის შეტანა ან განაღდებაა, ყველაზე მოსახერხებელი და შენზე მორგებული გზა საბანკო გადარიცხვის, ანუ Wire Transfer-ის გამოყენება იქნება.

[R]

მხარდაჭერის ძალა 30-წამიან რეკლამაში

როგორ უნდა ესაუბრონ ბრენდები „ჰეითერებს“?