Excel ყოველთვის ცნობილი იყო რთული მონაცემების შეგროვებით, დეტალური ანგარიშების, დინამიკური სქემებისა და გრაფიკების შექმნით. ამ ყველაფრისთვის კი სხვადასხვა ფორმულას ეყრდნობა. ზოგისთვის ეს მეტისმეტად ტექნიკურ, მოსაბეზრებელ ინტერფეისთან ასოცირდება. თუმცა ამ „მოსაწყენი“ ფაილების გადახალისებაც შეიძლება ემოჯების დამატებით.
ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, პირობითი ფორმატირება გამოიყენოს Excel-ში, რათა უჯრების მნიშვნელობის მიხედვით სიმბოლოები ან ფერები დაამატონ. ეს ყველასათვის ცნობილი ფუნქციაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის ემოჯების ინტეგრირების შესაძლებლობაზე. ამიტომაც, სტატიაში გასწავლით, როგორ გაახალისოთ თქვენი ექსელის ფაილები…
პირველ რიგში, Excel-ის IF ფუნქციის შესახებ უნდა იცოდეთ, რომელიც მარტივი პრინციპით მუშაობს: =IF(A,B,C). აქ A არის ლოგიკური ტესტი, B არის შედეგი, თუ ტესტი მართალია; და C არის შედეგი, თუ ტესტი მცდარია.
ემოჯისთვის კი ამ ფუნქციის გამოსაყენებლად ასევე მარტივი მეთოდი მოქმედებს: A კვლავ ლოგიკური ტესტია, B არის ემოჯი, თუ ტესტი მართალია; და C არის ემოჯი, თუ ტესტი მცდარია. სიმბოლოს ჩასასმელად კი უბრალოდ ჩანართ Insert-ს უნდა დააკლიკოთ, სადაც „Symbol“-ს აირჩევთ.
შესაძლოა, ამ შემთხვევაში უჯრა განაცრისფერდეს, ამიტომ ალტერნატიულ გზებსაც გაგიზიარებთ: თუკი ვინდოუსს იყენებთ, დააკლიკეთ ვინდოუსის ნიშანს და წერტილს. ხოლო თუ მაკით სარგებლობთ: Ctrl+Cmd+Space. ასე გამოჩნდება ემოჯების ჩამონათვალი, რომელთაგანაც სასურველს აირჩევთ.
უფრო მეტიც, თუ თქვენი მონაცემები შეიცვლება, ემოჯიც ავტომატურად განახლდება, რათა ლოგიკური ტესტის პრინციპს შეესაბამებოდეს.