ჩვეულებრივ, ChatGPT-ის წერის მანერა ყოველთვის ბუნებრივი არ არის და ზოგჯერ მეტისმეტად მექანიკურად გვეჩვენება, მაგრამ ამ საკითხის მოსაგვარებლად რამდენიმე მარტივი გზა არსებობს. ChatGPT Plus-ის აბონენტებისთვის აღნიშნული პრობლემა არც ისე ნაცნობია, რადგან GPT-4 წინამორბედზე გაცილებით ეფექტური და დახვეწილია — შესაბამისად, მისი ტექსტები მეტად ბუნებრივია, ნაკლებად ჰგავს AI ნაწერებს.
ასევე, ეს რამდენიმე მეთოდი გამოგადგებათ, რათა ტექსტები „ადამიანურ“ ვერსიას მიამსგავსოთ.
გამოიყენეთ Humanize მოდული
სამწუხაროდ, ეს ჩანართი მხოლოდ ChatGPT Plus აბონენტებისთვისაა ხელმისაწვდომი. მესამე მხარის Humanize მოდულის გამოყენებით შეგიძლიათ, გენერირებული ტექსტი ლექსიკისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ადამიანისას დაამსგავსოთ. ამისათვის ChatGPT-ს უბრალოდ აღნიშნული დანამატის გამოყენება უნდა სთხოვოთ.
თუმცა დანამატი ჯერ კიდევ ბეტა ვერსიაში მუშაობს და წერის დროს ამ ჰუმანიზაციის მოდულს არაერთი ხარვეზი დაუფიქსირდა. უბრალოდ, პრობლემების აღმოჩენისთანავე სათანადოდ დაიწყეს მის განვითარებაზე ზრუნვა და ახლაც დახვეწის პროცესშია.
უბრალოდ მოითხოვეთ „ჰუმანიზებული“ ტექსტი
მართალია, ზემოხსენებული ფუნქცია ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ დიდადაც ნუ იდარდებთ — ერთი ჯადოსნური სიტყვით შეგიძლიათ, მარტივად მიიღოთ სასურველი შედეგი. მას შემდეგ, რაც მოთხოვნას სიტყვა „Humanize“-ს დაურთავთ, მოდელიც სათანადოდ დაამსგავსებს ტექსტს ადამიანის მიერ დაწერილს. მაგალითად: Please write a humanized article.
მოითხოვეთ კონკრეტული ავტორის სტილი
კიდევ ერთი გზა ადამიანური სტილის მისაღებად, რომელიც დამატებით ეფექტურობასაც გვთავაზობს, კონკრეტული ცნობილი ავტორის მიბაძვაა. მაგალითად, შეგიძლიათ, AI მოდელს სთხოვოთ, სტატია მარკესის სტილში დაგიწეროთ.
გარდა ამისა, შეგიძლიათ, მოთხოვნას თან დაურთოთ შესაბამის ტონზე მინიშნება: აკადემიური, მეგობრული, პროფესიული და ა. შ.