in

როგორ დავასინქრონოთ კომპიუტერის ფაილები და Google Drive?

უკვე დიდი ხანია, Google მონაცემების სარეზერვო ასლების შენახვაში გვეხმარება. თანაც, გარდა ბრაუზერ ვერსიისა, Google Drive დესკტოპისთვისაც ხელმისაწვდომია — ეს არის პროგრამა, რომელიც ონლაინ ანგარიშზე ავტომატურად ასინქრონებს სასურველ ფაილებს. მისი გამოყენება შეიძლება ღრუბლოვან სერვერზე ფაილების და ფოტოების ავტომატური სარეზერვო ასლების შესანახად, მოწყობილობებს შორის მარტივი სინქრონიზაციის და საქაღალდეების ონლაინ სამართავად, დასარედაქტირებლად. უბრალოდ, ინტერნეტთან კავშირის გარეშე Google Docs-ით, Google Sheets-ით ან მათი რომელიმე სხვა პროგრამით შექმნილი ფაილები არ არის კითხვადი ან რედაქტირებადი.

აღნიშნული ვერსიის გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა რამდენიმე კომპიუტერით ერთდროულად მუშაობთ და ფაილებზე წვდომა ყოველი მათგანის შემთხვევაში გჭირდებათ. თუმცა ამის საჭიროების გარეშეც კარგია იმის ცოდნა, რომ მნიშვნელოვანი მონაცემები დაცულად ინახება.

Google Drive-ის გადმოწერა და ინსტალაცია

პირველ რიგში, ეწვიეთ გადმოსაწერ ბმულს. გადმოწერის შემდეგ შეიძლება, კომპიუტერის დარესტარტების მოთხოვნა მიიღოთ, რაც აუცილებელი არ არის — არც ერთი ავნებს სისტემას. თუ აქამდე უკვე იყენებდით ამ პროგრამას, სავარაუდოდ, ავტომატურად შეხვალთ ანგარიშზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრაუზერიდან მოგიწევთ დაკავშირება.

ამის შემდეგ, პატარა ამომხტარი ფანჯარა გაცნობებთ, რა არის აპლიკაცია: Backing up your stuff.

ნაგულისხმევად, Drive for Desktop რეალურად არ ჩამოტვირთავს თქვენს კომპიუტერში ონლაინ შენახულ ფაილებს. ის უბრალოდ ვირტუალურ დისკს ქმნის, რომელზე წვდომაც File Explorer-ის მეშვეობით შეგეძლებათ.

აირჩიეთ, რომელი საქაღალდეების სინქრონიზება გსურთ

მეტი კომფორტისთვის, აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, რომელი ფაილების სარეზერვო ასლების შექმნა უნდათ. აქ შესაძლებელია როგორც ცალკეული საქაღალდეების და დოკუმენტების მონიშვნა, ისე კომპიუტერში არსებული სრული ინფორმაციის ატვირთვა.

ყველა ფაილის სინქრონიზაცია:

დააწკაპუნეთ Google Drive-ის აიკონზე, შემდეგ ზედა მარჯვენა კუთხეში აირჩიეთ „Preferences; Google Drive“ ჩანართი და Mirror Files. მაშინაც კი, თუ ინტერნეტთან წვდომა არ გექნებათ, ჩამოტვირთვის დასრულების შემდეგ, ყველა ფაილის გახსნას და გამოყენებას მოახერხებთ.

კონკრეტული ფაილების და ფოლდერების სინქრონიზაცია:

შესაძლოა, ძალიან ბევრი ფაილი გქონდეთ იმისთვის, რომ ყველაფრის სინქრონიზაცია შეძლოთ. ამიტომაც, შეგიძლიათ ამ ნაბიჯებს მიჰყვეთ: გახსენით File Explorer, გადადით ვირტუალურ დისკზე ან საქაღალდეში, რომელიც Drive-მა შექმნა ინსტალაციისას (პირობითად, K დისკი).

დაათვალიერეთ თქვენი ფაილები და საქაღალდეები, სანამ არ იპოვით ერთს, რომლის სინქრონიზაციაც გსურთ, დააწკაპუნეთ მასზე მარჯვენა ღილაკით, გადადით „ოფლაინ წვდომაზე“ და დარწმუნდით, რომ არჩეულია „Available Offline“. თუ ამას აკეთებთ საქაღალდეში, ყველა ფაილი და ქვესაქაღალდე მიიღებს ამ პარამეტრს. თუ ამას აკეთებთ ფაილით, მხოლოდ ეს ინდივიდუალურ ფაილზე მოქმედებს მოთხოვნა.

WhatsApp-ის ანდროიდ აპლიკაციას ეკრანის გაზიარების ფუნქცია ემატება

როგორ უნდა დაეხმარონ მენეჯერები ცვლილებებით დაღლილ თანამშრომლებს?